• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელებმა მკითხეს, თქვენ ხართ დაზარალებულიო? – კი-მეთქი, – კარგითო და წავიდნენ” – მარიამ მაკასარაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:51 05-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

ტვ პირველის” ჟურნალისტი, რომელიც ქვემო ქართლის გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა, კლინიკაში რჩება – მარიამ მაკასარაშვილს მძიმე ტვინის შერყევა და სახის არეში დაბეჟილობა აღენიშნება.

რაც შეეხება მის ოპერატორს, როგორც მარიამ მაკასარაშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, ნუკრი ქაფიაშვილს, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრებმა კამერა წაართვეს და თავში ჩაარტყეს, ჰემატომა აქვს.

“ტვ პირველის” ჟურნალისტს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან განმარტავს, რომ მომხდარიდან 5 საათზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, იგი არავის გამოუკითხავს.

ჩვენი პირადი ტექნიკა ჰქონდათ გატაცებული. ადგილზე არავინ არ მოსულა. მოვიდა მხოლოდ სასწრაფო, ისიც 1 საათის შემდეგ. საათსა და 15 წუთში ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი. ჩვენი დიალოგი იყო ზუსტად ასეთი, ამ ადამიანებმა მკითხეს, თქვენ ხართ დაზარალებულიო? კი-მეთქი, კარგითო და წავიდნენ. იმის შემდეგ თვალით არ მინახავს ისინი. ჩემი გამოკითხვა მათ ადგილზე არ მოუხდენიათ, თავდამსხმელიც არ გამოუკითხავთ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები არ ამოუღიათ”, – ამბობს მარიამ მაკასარაშვილი.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს სახის არეში ჩაარტყა.

ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ “ტვ პირველის” სამაუწყებლო აპარატურა – კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კამერაში არსებული ჩიპი, სადაც თავდასხმის ფაქტი იყო ასახული, დაზიანებულია.

შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა დღეს  დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. “შინჯიკა” ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved