• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საზღვარზე შემოპარვაც ხდება, გადაპარვაც…” – 2 ადგილი, სადაც დამნაშავეები იმალებიან ხოლმე – მინისტრის უცნაური განცხადება

ალია ავტორი - ალია
22:57 05-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
779

ტვ პირველის ცნობით, სუს-ის ყოფილი შეფის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, 23 წლის საბა სახვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახლთან, სისხლიანი ანგარიშსწორების მოწყობაშია ბრალდებული. კრიმინალური გარჩევა გუდიაშვილის მოედანთან მოხდა და 2 პირი დაიჭრა. 

2 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული 23 წლის საბა სახვაძე ამ დრომდე არავის დაუკავებია – მედიის ცნობით კი, მან უკვე დატოვა ქვეყანა.

შს მინისტრმა, გომელაურა ორი კომენტარი გააკეთა, ჯერ თქვა:

“ვინც დასაკავებელია, ყველას ვაკავებთ, ალბათ თქვენი წყარო ცდება… არ ვიცი რაზე მეუბნებით, სროლა იყო და გამოძიება დაიწყო, დასაკავებელი თუ იყო პროკურატურასთან ერთად დავაკავებთ… არანაირი ჩვენი ახლობელი არ არის!”

შემდეგ კი, განაცხადა, რომ საზღვრები დაუცველია, შემოპარვაც ხდება, გადაპარვას. ორ ადგილს ასახელებს, სადაც იმალებიან ხოლმე დამნაშავეები, ან სოფელში შეიძლება იყოს დამალული, ან ტყეშიო, ამბობს. თითქოს, 21–ე კამერების სამყაროში, იმის დადგენა მაინც არ იყოს შესაძლებელი, რა მიმართულებით წავიდა პირი და კონკრეტულად, სად წყდება მისი კვალი. გომელაური ამბობს, რომ საზღვარი დიდია. საზღვრების დასაცავად, საზღვრების საკონტროლოდ გამოყოფილი თანხები ბოლო 10 წელში პარტნიორებისგან, რამდენია, ბევრია, თუ ცოტა, მაგას აღარ ამბობს. რას მოხმარდა ის თანხები – არც იმას. თუ საზღვარზე გადაპარვაც ხდება, გადმოპარვაც, მაშინ, როგორ კონტროლდება, მაგალითად, რუსეთისთვის საქნციების გვერდის ავლით ტვირთის მიწოდების შემთხვევები არსებობს, თუ არა? და საერთოდ, რამე როგორ კონტროლდება ქვეყანაში? და მაინც, რამდენად დიდია ამ პატარა ქვეყნის საზღვარი და საერთოდ, რას ნიშნავს გომელაურისთვის დიდი – უცნობია.

“ქვეყანა დაუტოვებია თუ არა, აბა მითხარით თქვენ?! რომ ვიცოდეთ, არ დაუტოვებია და სახლში ზის, მას დავაკავებდით. ოფიციალურად არ გასულა და ქვეყანა დატოვა, არ დატოვა, სადმე გაიპარა, გადაიპარა, გადმოიპარა, ჯერ არ ვიცით. ხდება ყველაფერი. საზღვარზე, როგორც შემოპარვა ხდება, ისე ხდება გადაპარვა. დიდია საზღვარი, 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ, რომ გადაიპარა, გადმოიპარა, დამალულია, სოფელშია თუ საერთოდ,  ტყეშია გავარდნილი” – განაცხადა მან. 

იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრის ამ განცხადებას სუსი გამოეხმაურება, მასალა განახლდება.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, როკურატურამ სახვაძეს ბრალი ოფიციალურად 7 მაისს, წაუყენა. 8 მაისს მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა 3 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის 03:30 საათზე, მის ფანჯრებთან შეტაკებები იყო. ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური მხოლოდ დილით მივიდა და ტყვიის მასრებს ეძებდა.

თვითმხილველების მონათხრობით ირკვევა, რომ საბა სახვაძე მის თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. პროკურორი ადასტურებს, რომ სახვაძეს თან ჰქონდა არარეგისტრირებული, იარაღი რომლითაც ორი პირი დაჭრა. იარაღით რომლითაც, სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე მოაწყვეს, ჯერ გამოძიებას არ ამოუღია. სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის არეში ორი ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი – ისინი “ქართულ ამერიკულ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

დღეს, შსს ამბობს, რომ დამნაშავემ მიმალვა მოასწრო და ალბათ, ეს ფრაზა გამართული იქნებოდა, თუ მის ძებნას მყისიერად დაიწყებდნენ, თუ მართლაც, მხოლოდ დილით მივიდა ადგილზე კრიმინალური პოლიცია, მაშინ დამნაშავემ მიმალვა კი არ მოასწრო, დამნაშავეს, დრო მიეცა შსს–სგან დასამალად, იყო ეს განზრახ, თუ გულგრილობის გამო, წესით, თავად უნდა გამოიძიონ. მიმალვა მოასწრო – შეუძლია მინისტრს მაშინ თქვას, როცა მყისიერად გადის შემთხვევის ადგილზე და მყისიერად იწყებს საგამოძიებო მოქმედებებს. თუ რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება მოქმედებები, გამოდის, დამნაშავეს არც არავინ მისდევდა ცხელ კვალზე, შესაბამისად, მას მოსასწრებად არ ჰქონდა საქმე, მშვიდად, წყნარად მოახერხებდა მიმალვას. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved