• რეკლამა
  • კონტაქტი
18:24, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებას შვედეთიც შეუერთდება – ელჩი

ალია ავტორი - ალია
17:51 05-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი ამბობს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების საკითხს ოფიციალური სტოკჰოლმიც შეუერთდება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, შვედეთი აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საზოგადოების მხარდაჭერას. მისივე თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება.

“ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას… ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წელს შვედეთი ასევე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების 30 წელს. ევროკავშირის წევრობამ შვედეთი გააძლიერა, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა. ჩვენ ბევრი სარგებელი მივიღეთ ერთიანი ბაზრიდან და ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებიდან. ასე რომ, შვედეთისთვის ეს ნათელი და პოზიტიური განვითარებაა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ევროკავშირში, საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება. ჩვენ ერთად ნამდვილად ძლიერები ვართ…

შვედეთი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია და როგორც დიდი ხნის პარტნიორი, ჩვენც შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შეესაბამება გაერთიანების ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ბრიუსელის აქტიური პარტნიორები ვართ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზებთან დაკავშირებით და ეს არის გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც ჩვენც ვაპირებთ. ვინაიდან ჩვენ ვიცავთ შიდა პროცედურებს, ამ პროცესის წინსვლისთვის, ჩემთვის შეუძლებელია კონკრეტული თარიღის თქმა. ეს არის შიდა პროცედურები, რომლებიც უნდა დასრულდეს, სანამ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა”, – თქვა ელჩმა IPN-თან ინტერვიუში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved