• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მმართველ პარტიასთან ერთად სწორედ ასეთი ბიზნეს ელიტაა ამ ქვეყნის თავზე დატეხილი უბედურებების თანაპასუხისმგებელი” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 05-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
ახლა რასაც დავწერ, ვიცი, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მაგრამ, ვფიქრობ რომ ამაზე ფიქრი და მსჯელობა აუცილებელია.
გუშინ,7 მაისს მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავზე, გერმანულმა გაზეთებმა Die Zeit, Süddeutsche Zeitung და Frankfurter Allgemeine Zeitung გამოაქვეყნეს 49 დიდი გერმანული კონცერნის ერთობლივი წერილი, რომელშიც მათ აიღეს პასუხისმგებლობა ნაციონალ-სოციალისტების ძალაუფლების განმტკიცებაზე მეოცე საუკუნის 30-იან 40-იან წლებში. „1933 წელს და მის შემდეგ ძალიან ბევრი დუმდა, ზურგი აქცია და ხმა არ ამოიღო. სწორედ აქედან მოდის ჩვენი პასუხისმგებლობა – წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ“, – ნათქვამია კომპანიების განცხადებაში. ამ დოკუმენტს ხელს აწერენ Adidas, Bayer, BASF, Bosch, BMW, Commerzbank, Deutsche Bahn, DHL, Hugo Boss, Mercedes-Benz, Lufthansa, Rheinmetall, Siemens, Volkswagen და ბევრი სხვა ცნობილი გერმანული კომპანია.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ბიზნეს ელიტას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნია ქვეყნის ბედზე. მე მაინტერესებს ოდესმე ქართულ ბიზნესს თუ მოუვა თავში შეაფასოს საკუთარი როლი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული ქვეყენაში მიმდინარე პროცესებში? კი ბატონო, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ქართული ხალისუფლება ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმს შევადარო, მაგრამ ასე უკიდურესობა და ქვეყნის საშინელი მარცხია აუცილებელი იმისთვის, რომ ელიტებმა იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების და სახელწმიფოს წინაშე? რაც გვჭირს, ეს მხოლოდ ხელისუფლებების ბრალი?
მოდი, გადავხედოთ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 35 წლის მანძილზე. შევარდნაძის მმართველობის დროს ნულოვანი აუქციონებით ხელში ჩაგდებული ქონების „ჭკვიანური მართვის“ შედეგად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად განადგურება მხოლოდ მაშინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების დანაშაულია? ის რომ, ქვეყნის მაშინდელმა ბიზნეს ელიტამ, პრაქტიკულად უკლებლივ ყველა საწარმოს მანქანა დანადგარები საზღვარგარეთ ჩალის ფასად გაყიდა და არნახული სისწრაფით ქვეყნის სრული დეინდუსტრიალიზაცია მოახდინა, ამაში მხოლოდ ჩინოვნიკები და მთავრობა იყო დამნაშავე? საქართველოში უკლებლივ ყველა ხელისუფლება მასობრივად რომ არღვევდა და არღვევს ადამიანის უფლებებს, წამებები, ქონების ჩამორთმევები, ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებები და ა.შ. ეს საქართველოში არ ხდებოდა და საუბედუროდ, ბევრი რამ, დღესაც არ გრძელდება? ამ ყველაფრის ერთერთი მიზეზი ქართული ბიზნეს ელიტის ტოტალური უპრინციპობა და სამაქალაქო პოზიციის დეფიციტიც ხომ არ არის? ქვეყნის ყველაზე შეძლებული ფენა მხოლოდ საკუთარ სიმდიდრის შენარჩუნების მოტივით, მუდმივად თავს ხომ არ არიდებს ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას? ჩვენი ბიზნესმენების ასეთი კონფორმიზმის მნიშვნელოვანი წილიც ხომ არ არის იმაში, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება გვექცა მონსტრად, რომელიც საკუთარ მოქალაქეს ჩაგრავს? თუ ეს ყველაფერი მარტო იმ ხალხის ბრალია, ვინც არჩევნებზე 30 ლარად ყიდის ხმას და არა იმ ეკონომიკური ელიტის, რომელიც საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულლი თანამშრომლობით ხელს უწყობდა მათ, დაემონებინა და სოციალურად თუ პოლიტიკურად დაეჩაგრათ მოსახლეობა?
შეიძლება ეს პოსტი ბევრს ზედმეტად რადიკალურად ეჩვენოს. მაგრამ ეს და მსგავსი კითხვები ჩვენს საზოგადოებაში მრავლად არსებობს და მას პასუხის გაცემა უნდა. ახლა, მარტო ჩვენ ვხედავთ როგორ იდეალისტურად და დაუზარელად იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა? მზია ამაღლობელი (დღეს დაბადების დღე ციხეში მყოფს, აქედან რომ უნდა მივულოცო) ანდრო ჭიჭინაძე და ორმოცდათამდე პოლიტპატიმარი თქვენი საფიქრალი არ არის? მარტო ამ ბავშვების საფიქრალია , რომ ქვეყანა აშკარად გზაგასაყარზეა, რომ დავიტოვებთ შანსს განვვითარდეთ როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, თუ ჩავეფლობით ავტორიტარულ, ავტარქიულ მმართველობის ჭოაბში? ვინმეს ჰგონია არ ჩანს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ქართული ბიზნეს ელიტის უმრავლესობის აბსოლუტურად ინდეფერენტულ დამოკიდებულება? თავისუფალი სასამართლო, სიტყვის და მედიის თავსუფლება, სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ რისთვისაც დღეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა იბრძვის, თქვენ და თქვენს ოჯახებს არ გჭირდებათ, თუნდაც საკუთარი უსაფრთზოებისათვის, საკუთარი ქონებების და ბიზნეს ინტერესების დასაცავად? თუ ეს სხვების საბრძოლია და საქართველოზე ზრუნვა ყველას საქმეა, ყველას თავის ტკივილია, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ამ ქვეყანაში ბიზნეს ელიტა გქვიათ?
ჰოდა კიდევ ვკითხულობთ რატომ ვართ ამ დღეში? ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ამ ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე ყველა მმართველ პარტიასთან ერთად სწორედ ასეთი ბიზნეს ელიტა არის ამ ქვეყნის თავზე დატეხილი უბედურებების თანაპასუხისმგებელი. „ძალიან ბევრი დუმდა, ზურგი აქცია და ხმა არ ამოიღო. სწორედ აქედან მოდის ჩვენი პასუხისმგებლობა – წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ“ – ჩემი აზრით, ეს სიტყვები მარტო გერმანულ ბიზნესს არ ეკუთვნის, ეს ჩვენი ბიზნეს ელიტის უახლოეს წარსულსაც და დღევანდელობასაც ზუსტად ასახავს .
ბოდიში, თუკი ვინმეს გული ვატკინე, მათ შორის იმ ბიზნესმენებსაც, რომლებიც არ ერიდებიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ საკითხზე დაფიქრება მართებს თითოეულს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში ყველაზე შეძლებულ და მდიდარ ფენას წარმოადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved