• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტრამპს თავის ქვეყანაში ისე აქვს არეული სიტუაცია, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს რომ ჰქონდათ ბოლო ლიდერებს“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
18:10 05-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,017

„ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე:

„მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ!
„მეგობარი აქტის“ მიღებით აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გვითხრა, რომ მათი მეგობრები დღესაც ის პოლიტიკური ძალები და მათი სიტუაციური მოკავშირეები არიან, რომლებსაც 15-20 წლის წინ „დემოკრატიის შუქურად“ გასაღებდითო. ჩვენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე მხოლოდ სიტყვებით ვაპელირებთ, თორემ საქართველოში სწორედ იმ ძალებს ვლობირებთ, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ღირებულებებს სისტემატიურად არღვევდნენ, მაგრამ ჩვენი ყურმოჭრილი მონები იყვნენო.
ახლა არ არის იმის გარჩევის დრო, კონგრესში ამ აქტის მიღება დიფ სთეითის გავლენის და ძალისხმევის შედეგად მოხდა, პრეზიდენტის პოზიციის საწინააღმდეგოდ თუ პირიქით, ეს ტრამპის განწყობებს გამოხატავს, ფაქტად უნდა მივიღოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დღევანდელი შემადგენლობის უმრავლესობა არამეგობრად (რბილად რომ ვთქვათ) მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებას და ცდილობს ის ჩაანაცვლოს მის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული „მეგობარი“ ოპოზიციური ძალებით.
ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ალბათ იმაზე უნდა იმსჯელოს, რატომ მოხდა, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი თითქმის ერთხმად არამეგობრულადაა განწყობილი მის მიმართ. გასაგებია, რომ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს გააღიზიანებდა პატარა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარი, ასევე უარის მიღება სხვა მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ნაყოფიერად და შედეგიანად უნდა ემუშავა, რათა დაერწმუნებინა მომთხოვნი მხარე მეორე ფრონტის გახსნაზე უარის საფუძვლიანობაში, რათა ეს უარი მტრულ მოქმედებად არ ყოფილიყო აღქმული.
პოლიტიკა ხელოვნებაა (ლავირების ხელოვნება) და შენ უნდა შეძლო სწორი და მომგებიანი სვლების გაკეთება სწორ დროს და სწორი მიმართულებით. გამოდის, რომ გასულ წლებში საქართველოს სვლები საგარეო მიმართულებით პრაქტიკულად არაფრის კეთება იყო და შედეგიც დადგა.
იქნებ 12 წელი დავაგვიანეთ ნაცების რეალური სახის წარმოსაჩენად და მათი პარტიის ასაკრძალად?
იქნებ 3+3-ის ხელაღებით უარყოფა იყო შეცდომა და ჯერ უნდა დაგვეთვალა მისი პლიუსები და მინუსები?
იქნებ ზედმეტად დიდი ფსონი დავდეთ ტრამპის პიროვნებაზე, რომელსაც, მიუხედავად მისი 100-დღიანი პრეზიდენტობისა, ამ ეტაპზე დიფ სთეითი ისევე წარმატებით აკონტროლებს და მართავს, როგორც ბაიდენს და დანარჩენებს.
ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპის მიერ დღეში რამდენჯერმე ნათქვამი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ის ეძებს და აფიქსირებს უფრო მომგებიან პოზიციებს, თან ცდილობს, ისეთი პოზიციების დაფიქსირებას, რომელიც სხვა მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელი არ იქნება.
ზოგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტრამპს თავის ქვეყანაში ისე აქვს არეული სიტუაცია, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს რომ ჰქონდათ ბოლო ლიდერებს.
ეს რაც შეეხება წარსულის გაკვეთილებს.
ახლა მთავარი ის არის, რას ვისწავლით საკუთარ შეცდომებზე და რამდენად მოხდება ქვეყნის განვითარების სინქრონიზაცია ახალ მსოფლიო წესრიგთან, რადგან ყველაფერში არც ამერიკის, არც რუსეთის და არც ევროპის დადანაშაულება არ არის სწორი. ყველაფრის მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვეძიოთ ის თუ რა დავაკელით, ვერ გავთვალეთ ან ვერ გავაკეთეთ.
რაც შეეხება „მეგობარი აქტის“ მიღებას, მას იმდენად ეკონომიკური მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული. მეორე მხრივ, ეს აქტი გამოსაფხიზლებელიც არის, რადგან ბოლოს და ბოლოს უნდა დავინახოთ, რომ ისევ და ისევ ვიღაცეების იმედზე არ უნდა ვიყოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა უნდა იმ კონკრეტულ „ვიღაცას“ ჩვენი სახელმწიფოსგან და უნდა შევეცადოთ, ისე მოვახდინოთ მათი და ჩვენი ინტერესების შეხამება, რომ ორივე მხარე მეტ-ნაკლებად მოგებული და კმაყოფილი იყოს.
ეს არის ნეიტრალური სახელმწიფოს ხიბლიც და სირთულეც. მართალია, ყოველთვის ამის გაკეთება შეუძლებელია. უნდა გვახსოვდეს, პოლიტიკა მოლაპარაკებების მაგიდასთან კეთდება და არა მიტინგებზე ან საომარ ასპარეზზე. ჩვენი ქვეყანა თავისი მოცულობის, გეოგრაფიული მდებარეობისა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო ისტორიულად განწირულია იმისთვის, რომ ბალანსები სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან ეძებოს. ამისათვის კი მაღალი დონის დიპლომატები და პოლიტიკოსებია საჭირო, არა ისეთები, რომელთა ნაწილი ცალი თვალით ოპოზიციისკენ იყურება მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
დღევანდელ მრავალპოლარულ მსოფლიოში პრიმიტივიზმია იმის დაჯერება, რომ მხოლოდ დასავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგს. უკრაინის მაგალითმა დაგვანახვა, რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნამ. ყველა დანარჩენი ძლიერი მოთამაშის (ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი, არაბული სამყარო, რუსეთი და ა. შ.) პოზიციები და ინტერესები ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი ადგილის დასაკავებლად. შეიძლება ზოგ შემთხვევაში დასავლეთისკენ გახედვა იყოს უფრო სასარგებლო, ზოგ შემთხვევაში – აღმოსავლეთით და ა. შ. ამიტომ რომელიმე მხარისკენ ჩაციკვლა ავიწროვებს როგორც მანევრირების, ისე ბალანსის ძიების შესაძლებლობას.
რაც შეეხება მეგობარ აქტს, ერთი ცნობილი ანდაზისა არ იყოს („მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ!“), აშშ-ს კონგრესის დღევანდელი შემადგენლობის უმრავლესობამ ღიად გვითხრა, რომ მათი მეგობარი ისევ და ისევ სისხლიანი 9 წლის შემოქმედი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტებია.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved