• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ხალხის ღირსება, გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს” – ალუდა ღუდუშაური

ალია ავტორი - ალია
15:32 05-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
979

წულუკიანის კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

“როგორც ჩანს, სააკაშვილი აქტიურად უყურებს ჩვენი კომისიის სხდომებს, თვალყურს ადევნებს და ხედავს ამ ყველაფერს. შიგა და შიგ აკეთებს განცხადებებს, თუ კომენტარებს. მოვისმინეთ აქ განხილულ საკითხებზე, მე ვიტყოდი, მორიგ ჯერზე აღიარება და ამორალური კომენტარები, დარწმუნებული ვარ, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს. არ მსმენია, ერთხელ მაინც ვინმეს, სააკაშვილს ეთქვა, რომ იცი რა, რაღაც შეგვეშალა, ბოდიში, რაღაც მსგავსი, ან სინანული გამოეხატა. ის არის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ხალხის არც ზნე იცვლება, ესენი ასეთები არიან, დიახ, ბოროტები არიან, სამწუხაროა, რომ მათგან ეს ბოროტება ვერ გავიდა, მიუხედავად ამდენი წლისა, მაინც ისეთივე ბოროტები, ისეთივე პატარა კაცები დარჩნენ, ისეთივე არაკაცები დარჩნენ. როგორ შეიძლება, სხვაგვარი კომენტარი გააკეთო, როდესაც გესმის, რომ ისტორიის სირცხვილი, სააკაშვილი, როცა იყო ქვეყნის პრეზიდენტი, გამოდიოდეს და აკეთებდეს განცხადებას, თურმე ვიღაც მოსაკლავი ყოფილა, ვიღაცას, დიახ, თურმე ასე უნდა გასწორებოდნენ, ეს ხომ გაუგონარი, წარმოუდგენელია. ასე ტერორისტები არ იქცევიან, ასე არაადამიანები იქცევიან მხოლოდ. ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითები აქვს ასეთი სისასტიკის. რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, თქვენნაირი თავდადებული ადამიანების, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. დარწმუნებული ვარ, გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს.

გვარამია, სხვები ახსენეთ. ჯერ როგორი კაცები არიან და როგორი ვითომ „ვაჟკაცები“ არიან, კარგად ვიცით, საზოგადოებამ კარგად იცის. არ ვიცი, უყურეთ თუ არა რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს შენობაში დადიან და იგინებიან. რა ბედი ეწეოდა ამის  ჩამდენს, ვინმეს ეს რომ გაეკეთებინა, ხომ ცოცხალი არ იქნებოდა? სად დემოკრატია, სად ამათი სამართალი, სად ამათი სიმართლე. სააკაშვილი კარგს შვება, რომ თვალყურს ადევნებს კომისიის სხდომებს, ხშირად უყუროს და გაიხსენოს, რას ჩადიოდნენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ესენი რაიმე სინანულამდე მივლენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა  კომისიის სხდომაზე, სადაც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილს მოუსმინეს.

,, ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ, ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს” – გოჩა კაკოიშვილი

თეგები: ალუდა ღუდუშაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved