• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ დაბრუნდა

ალია ავტორი - ალია
14:21 06-02-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ლუდი “აია” დაბრუნდა.

ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა, ისევ გაყიდვაშია. “აია” ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე საკუთარი სიტყვა თქვას და პოზიციები აღიდგინოს.
ლუდის დაბრუნების აღნიშვნა კი მის “სამშობლოში”, ქუთაისში, “ოქროსჩარდახის” ეზოში მოეწყო. ქუთათურებისთვის ეს წარსულთან შეხვედრა და მონატრებული გემოს დაბრუნება იყო.
დღეს “აიას” ბრენდის მფლობელი “ქართული ლუდის კომპანიაა”, რომელსაც ამ არაალკოჰოლური სასმელების წარმოების სეგმენტში საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილებაც აქვს.
“ქართული ლუდის კომპანიის” ქოლგის ქვეშ, დღეს ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს “აიაც” დაემატა.
როგორც “ქართული ლუდის კომპანიის” კომერციული დირექტორი შალვა ჩოჩელი განმარტავს, ბრენდ “აიას” აღდგენაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო.
დღესაც კი მომხმარებელი “აიაზე” საუბრობს, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ხშირად როგორც ადამიანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი პერსონიფიცირებულია, ხოლო “აიას” ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივისადმი განწყობები მხოლოდ დადებითია. ბრენდისადმი არსებული ნოსტალგია აჩენს ძლიერ და პოზიტიურ სამომხმარებლო მოლოდინს.

გამოკითხულ რესპოდენტთა აზრით, “აიას” დაბრუნება შეიძლება გავდეს ძველ ნაცნობთან შეხვედრას. ძლიერი ემოციური მემკვიდრეობა, შენარჩუნებული ემოციური მიჯაჭვულობა, პროდუქტისა და ბრენდის მეხსიერება, რეპუტაციული ერთგვაროვნება, უკონკურენტო ატრიბუტი ქართული ლუდების სივრცეში: „ნამდვილი-ნაღდი“ ლუდი, ვის თუ არა ჩვენ გუნდს უნდა გაეცოცხლებინა ეს ბრენდი. ვიცით, რომ მოგენატრათ, ერთად გავაგრძელოთ, ლუდი “აია” დაბრუნდა.“

“აია” საკმაოდ საინტერესო ქართული ლუდია, რომელის წარმოება თავდაპირველად ქუთაისში მოღვაწე მეწარმე რევაზ დვალიშვილმა დაიწყო, რომელიცკომპანია „დვალიშვილის წყლების“ დამაარსებელი იყო.
ლუდის პირველი ქართული ბრენდი „ აია“ თავისი გამორჩეული ფერებითადაფორმით მოკლე დროში ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა.

გაჩნდა სახალხო სლოგანები – იმერული კილოთი ნათქვამი ფრაზები, რომლებიც ბრენდს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა: „ზაფხულის სიცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი აია?!“, „ნაღდი ლუდი რაია, ნაღდი ლუდია აია!“, „ აია – ძააან კაია“, როგორც ამბობენ, მის დასალევად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ, ხოლო გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა.

„აია“ დღემდე პოპულარული ბრენდია.
“ქუთაისური ლუდი „აია“ ჩემს ყველაზე საყვარელ ასაკს და პერიოდს უკავშირდება. მე-3 სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენს წინ კაფეტერია იყო, სადაც ჩამოსასხმელი ლუდი „აია“ იყიდებოდა. მე-10 კლასში ვიქნებოდით, როცა ბიჭები ჩუმჩუმად ვეპარებოდით „აკრძალულ ხილს“, უხ ისე გემრიელად მახსოვს…თან ეს ჩემი პირველი შეხება იყო ლუდთან და ერთგვარ თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა ჩემთვის.
შემდეგ გავიზარდეთ. ქუთაისში როკ-მუსიკის კონცერტებზე დავდიოდით. მაშინ უკვე „აია“ ჩვენი ახალგაზრდობის ალკოჰოლი იყო. სხვათა შორის უწყინარი ალკოჰოლი, არავინ არაფერს არ აფუჭებდა მისი დალევის შემდეგ. ახლა მეუბნებიან, რომ კვლავ ჩამოასხამენ „აიასო“- ეს ერთგვარად ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილის დაბრუნებაც იქნება”, ასე იხსენებს „აიას“ მომღერალი, ჯგუფ „ფრანის“ წევრი გაგა ჩიხლაძე.


„90 -იან წლებში ჩემს სახლში ელექტრონული მუსიკის პიონერები იკრიბებოდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემს თვალწინ იქმნებოდა ელექტრონული მუსიკა. მამა, იგივე „სომალი“, როგორც მას მთელი ქუთაისი იცნობს, ძალიან გახსნილი ადამიანი იყო ახალგაზრდობიდან, ასე რომ ჩვენი სახლიც უამრავი ნიჭიერი მუსიკოსისთვის ღია იყო. აი სად მახსოვს „აიას“ ცარიელი ბოთლები ჩამწკრივებული. ამ ბოთლებში ჩუმად ვიყურებოდი, პატარა ვიყავი და მაინტერესებდა რა იყო აქ ისეთი რაც მერე ამ ბიჭებს საოცარ მუსიკას აწერინებდა. სულ მინდოდა მისი დალევა. ნეტა როდის გავიზრდები მეც რომ თამამად დავეწაფო ამ სითხესთქო ვფიქრობდი. გავიზარდე…მუსიკოსი გავხდი, მაგრამ ის „აია“ აღარსად იყო. რამაგარი ამბავი გავიგე – ქუთაისური ლუდი ბრუნდება ჩვენს ქალაქში. აუცილებლად ავიხდენ ბავშვობის სურვილს”, ამბობს მომღერალი ქეთი თურქაძე.


“ჩვენთან თეატრში ლუდი თითქმის ყველას გვიყვარს. მოკლედ, ქუთაისის ლუდთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, 0.33-იან, ყავისფერ ბოთლებში ჩამოსხმულ ,,აია”-ს ლუდს, დღესაც თვალდახუჭული გამოვიცნობ ორ-სამ ყლუპში… ქართულ ლუდებში, რეალურად საუკეთესო გემო ქონდა. “პახმელიაზე”, 2 ბოთლს ვსვამდი “ზალპით” და მომდევნო ორ ბოთლს, წრუპვით ვაგემოვნებდი… ანუ, პირველი ორი ბოთლი იყო სამაშველო რგოლი წყალში გადავარდნილი ადამიანისთვის და დანარჩენი, გასაბერი ლეიბივით იყო, რომ უნდა წამოწვე და ტალღებზე ინებივრო ისეთი.. აი ეს იყო ჩემთვის „აია“…
და კიდევ ერთი, დღემდე მხოლოდ ორად-ორ ლუდს ვცნობ გემოზე: ირლანდიურ „ელს“ და ქუთაისურ „აიას“, ასე იხსენებს „აიას“ მსახიობი დავით გაჩეჩილაძე.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved