• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიბიჰამ უკრაინის წითელი ხაზები დაასახელა

ალია ავტორი - ალია
23:12 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,138

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის წითელი ხაზები ხელახლა დაასახელა. სიბიჰას თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე უარს არ იტყვის.

სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა “მშვიდობას ნებისმიერ ფასად” არ დათანხმდება და სამშვიდობო მოლაპარაკებებში წითელი ხაზები დაასახელა, რომლებიც “ცხადად და უცვლელად” რჩება.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნებისმიერ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად”. – თქვა სიბიჰამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი თავდაცვის მრეწველობას, მოკავშირეების სამხედრო დახმარებასა და მათი კონტინგენტების ყოფნას არ შეამცირებს, ასევე არ შეზუღდავს თავისი არმიის სტრუქტურას და არ შეამცირებს მის რიცხოვნობას.

“მესამე მხრივ, უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის, არავითარ შეზღუდვას არ მივიღებთ, კერძოდ, საბჭოებისა და ალიანსების თვალსაზრისით, რომლებშიც გაწევრიანებისკენ ვისწრაფვით”. – თქვა სიბიჰამ.

სიბიჰას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ში ამჟამად უკრაინის წევრობის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს, კიევი მომავალში “მის მისაღწევად აქტიურად მუშაობას” გააგრძელებს.

“თუმცა რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე”. – თქვა სიბიჰამ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის “წითელი ხაზები” წარუდგინა, მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ პოტენციური “სამშვიდობო შეთანხმების” ფარგლებში NATO-ს წევრობაზე უარის თქმას და უკრაინის ძალების ზომაზე შეზღუდვების დაწესებას არ დათანხმდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved