• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ოფიციალური, მსხვილი სტრუქტურა ებრძვის და ეომება ჭიათურას!” – რას ითხოვენ მაღაროელები? – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:49 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
571
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე:
გაიხედეთ ჭიათურისკენ!
მშრომელთა მთელი უბედურება და ყველა განსაცდელი ამ ერთ ქალაქს დაატყდა თავს…
და ვინ დგას დღეს ჭიათურელთა გვერდით?
✅️ ცენტრალური ხელისუფლება და ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კერძო დავა და ისინი მაღაროელთა მხარეს არ დადგებიან. ქოცები ცდილობენ თავიანთ ახლობლებს ხელში ჩაუგდონ უზარმაზარი კაპიტალის მოპოვების მარტივი წყარო. ყველა ინვესტორის, მმართველის, კონტრაქტორის უკან “ქართული ოცნების” სხვადასხვა დინება დგას.
✅️ ადგილობრივი ხელისუფლება არარაობაა. ისინი არაფერს წარმოადგენენ. მეტიც, მდიდარი და გავლენიანი კლასის წინაშე თავის გამოჩენისთვის მუშაობენ, რათა გამოხრული ძვალი მაინც გადმოუგდონ. ჭიათურის მერი ინვესტორზე გარდატეხის ასაკში მყოფი, შეყვარებული, გონებაარეული ბიჭივით საუბრობს: “უნდა მოვეფეროთ მაგათ, მივეალერსოთ…”
✅️ ტრადიციულ როლს ასრულებს ყვითელი პროფკავშირი. მათი მეთაურების პოლიტიკური თავები უნდა დაგორდეს დელისის მეტროსთან (ფიგურალური გამონათქვამი). ჩადიან და მთავრობის, სოცკის, მსხვილი კაპიტალისტების ბრძანებებს ემორჩილებიან. ცდილობენ დაშალონ და გათიშონ მაღაროელთა ერთობა. დედას აგინებენ მაღაროელთა ლიდერებს.
✅️ დამსჯელ რაზმად არის ქცეული პოლიცია. გეგმავენ პროვოკაციებს მაღაროელთა წინააღმდეგ, შემდეგ ღამის სამ საათზე ცემა-ტყეპით აპატიმრებენ მოშიმშილეებს, ბოლოს კი ცხრაწლიანი ციხით ემუქრებიან მათ.
✅️ უღირსი ჟურნალისტები უკანონო გზებით მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციას აფრიალებენ და შინშილის ფერმის მშენებლობის გამო ცდილობენ მაღაროელთა გაშავებას. ყველაფერს კადრულობენ პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად.
✅️ გულგახეთქილმა ვუსმინე მეუფე დანიელს. როცა დემონსტრანტები ჭორვილაში ჩასვლას აპირებდნენ, ის მივიდა მაღაროელებთან და შეაჩერა მშრომელები. ამის შემდეგ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ჰქონდა ორი კვირა, რათა მაღაროელთა გასაჭირის შესახებ მთავრობასთან ესაუბრა. არავის შეხვედრია, არავისთან უსაუბრია, არავინ შეუწუხებია, არცერთ კარზე არ დაუკაკუნებია… მხოლოდ შეუთვალა პრემიერ-მინისტრს, რომ იქნებ ჭიათურაზე მსჯელობის დროს მაღაროელებსაც მოუსმინოთო და იქიდან რაღაც ბუნდოვანი პასუხი მიიღო, მკაფიო თანხმობაც რომ არ ეთქმის, ისეთი… უდიდესი ავტორიტეტის მქონე, ლამის პატრიარქის მემკვიდრედ მიჩნეულ მიტროპოლიტს მეტი შეუძლია.
🔸️ ერთი სიტყვით, ყველა ოფიციალური, მსხვილი სტრუქტურა ებრძვის და ეომება ჭიათურას! სხვები კი ზედმეტად თავს არ იწუხებენ ჭიათურელთათვის.
მაღაროელთა გაძლიერება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია…
ისინი ითხოვენ ელემენტარულს: ადამიანურ ხელფასს, სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო ადგილს, ნორმალურ საავადმყოფოს, სუფთა ჰაერსა და წყალს, მშობლიური სახლების ნგრევის შეჩერებას, ტყეებისა და სავარგულების გადარჩენას…
ისინი ითხოვენ სიცოცხლეს!
დროა უძლურებისგან გავთავისუფლდეთ, დავუდგეთ გვერდით ამ ხალხს! ჩვენი სიმრავლის ეშინიათ!
გამოოოდით! გამოოოდით! გამოოოდით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved