• რეკლამა
  • კონტაქტი
23:48, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მითხრეს, შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვას და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო” – ნათია გედენიძე

ალია ავტორი - ალია
23:14 04-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

“წულუკიანის კომისიაზე”; „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ ირაკლი გედენიძის მეუღლემ, ნათია გედენიძემ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დაკავების და დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა და თქვა:.

“ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდა იყოს ამით დაინტერესებული. კარგად მახსოვს, ბნელი ოთახი იყო, ამობრუნებული ფაილები ელაგათ მაგიდაზე. შენ კარგად უნდა დაფიქრდეო, რომ შენ მარტო ცოლი კი არა დედა ხარო და ორი შვილი გარეთ გელოდება რომ არც იციან სად ხარო

ამას მოჰყვა ის, რომ შენ შვილები რომ გყავსო, ალბათ ძალიან გენატრება შვილებთან ჩახუტებაო. მოკლედ, საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენ ბიჭიც გყავს, გოგოც გყავსო. ახლა, ამის ქვეშ ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილიო, ამას რომ ნახავო და შენი შვილები ნახავენო და არა მარტო შვილებიო, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო. ჯერ არ გაჩვენებთო, ამისთვის შენ იცი რა უნდა გააკეთოო? რვეულის ფურცელზე იყო რაღაც ხელნაწერი და ამ ფურცელზე რაც წერია უნდა დაიზეპიროო და ამაზე კამერასთან აუცილებლად უნდა ისაუბროო. ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდებით ამის გზა-კვალზეო, ამაზე უნდა იფიქროო. მე ჯერ არ ვიცი ეს რა არის, არც ვიცი რა წერია. გასაგებია მეთქი, ველოდები მეორე ეტაპს. აბრუნებენ პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილზე ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩვენივე სახლში, ჩვენივე სტუდიაში, სახლის „ლუქით“. აი, ეს ფოტო რატომ უნდა ყოფილიყო კომპიუტერში იქ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. ფოტოზე ისეთი არაფერია, რაც კითხვებს ბადებს, მაგრამ არის პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, სანამ ამას ამობეჭდავდნენ, რამდენი ადამიანი, მათ შორის, მამაკაცი განიხილავდა და უყურებდა მანამ, სანამ ჩემამდე ჩამოვიდოდნენ. ამის მერე, ყურებში დახშული მქონდა ხმები და დავკარგე გონება“

ცნობისთვის, ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, ნათია გედენიძე.

2016 წელს, პროკურატურის განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved