• რეკლამა
  • კონტაქტი
23:47, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
18:32 04-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,643

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო. ხიდი  პრიმორსკის მხარეში, მდინარე ტუმანაიაზე აშენდება – “რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის გარდამტეხი ეტაპი იქნება” – აცხადებს რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი.

მშენებლობის დაწყების ცერემონია ვიდეოკონფერენციის საშუალებით შედგა და მასში  ჩრდილოეთ კორეის პრემიერი, პაკ ტე სონგიც მონაწილეობდა.

„ეს რუსეთ-კორეის ურთიერთობებისთვის მართლაც გარდამტეხი ეტაპია. მისი მნიშვნელობა გაცილებით სცილდება უბრალოდ საინჟინრო ამოცანას. ეს სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს საერთო სურვილს, გავაძლიეროთ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები და გავაფართოვოთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა“, – განაცხადა მიშუსტინმა.

მისივე თქმით, ხიდი შექმნის “საიმედო საფუძველს” ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ნაყოფიერი დიალოგისა და ორი ქვეყნის ხალხების დაახლოებისთვის –“გარდა ამისა, ეს გაზრდის მოგზაურობებისა და შეხვედრების რაოდენობას, ხელს შეუწყობს ახალი შთაბეჭდილებების გაცვლას და როგორც რუსეთის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ისტორიისა და ტრადიციების გაცნობას…დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხიდი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ძლიერ სიმბოლოდ იქცევა ” –  თქვა მიშუსტინმა.

ახალი ხიდის გადასასვლელის საერთო სიგრძე მისასვლელ გზებთან ერთად 4,7 კილომეტრი იქნება, თავად ხიდის კი – ერთი კილომეტრი (რუსული მხარე – 424 მეტრი, კორეული მხარე – 581 მეტრი). სიგანე კი შვიდი მეტრით განისაზღვრება.

მშენებლობის დასრულება წელიწადნახევარში იგეგმება. ხიდთან ახლოს ავტომობილების საკონტროლო პუნქტი მოეწყობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved