• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ გადატენილი თოფიდან გაისროლა, რომელშიც პლასტმასის ტყვიაც კი არ იდო, ახლა კი აბსურდს გვთავაზობს…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:38 04-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,135

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

სულ მეფიქრება ხოლმე, რომელია ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც თანამედროვე საქართველოს დაატყდა თავს.

ცხადია, თავდაპირველად, მახსენდება: სიღარიბე, ჩაგვრა, ტერორი, ძალადობა, კანონით აკრძალული პროტესტი, ხლისტები ხელისუფლებაში, ჯოფრი ბარათეონი პრემიერ-მინისტრად და ა.შ.

თუმცა, მგონი, არანაკლები უბედურებაა ის ზედაპირულობა, რომლითაც აღბეჭდილია ჩვენი საზოგადოებრივი დისკუსიები.

🔸️ ორი დღეა ხალხი მსჯელობს, ტრამპს რომელი რაკურსიდან სტყორცნა მზერა თანამდებობისთვის შეუფერებელმა, უმეცარმა კაცმა. რა მნიშვნელობა აქვს? სულ რომ მასთან ახლოს მისულიყო, საძილე არტერიაზე ეკოცნა და ეთქვა, “გრასხოპერსთან” შენი თამაში მაქვს ნანახი და ვგიჟდები შენზეო, რამე შეიცვლებოდა?

მიხეილ ყაველაშვილი არაფერს წარმოადგენს, მისი ქოცებსაც ესირცხვილებათ, არავინ არასდროს მას სერიოზულად არ განიხილავს, მხოლოდ სასწაულმა შეიძლება რაიმე წონა მიანიჭოს ამ საწყალ, მასხრად აგდებულ და მისივე პატრონის მიერ მონად მიჩნეულ, საშუალოზე დაბალი რანგის ყოფილ ფეხბურთელს.

🔸️ ზედაპირულობის კიდევ ერთი კვინტესენციაა პაატა ბურჭულაძე.

ჯერ სალომე ზურაბიშვილს დაესხა თავს, რევოლუციას რატომ არ აწყობო, შემდეგ რვა აპრილს თავად უნდა დაეწყო აჯანყება და იმ გადატენილი თოფიდან გაისროლა, რომელშიც პლასტმასის ტყვიაც კი არ იდო, ახლა კი აბსურდს გვთავაზობს – თურმე, ტელეფონებით უნდა ჩავატაროთ ორი არჩევნები, ადგილობრივი და საპარლამენტო…

დე ფაქტო ხელისუფლების არმქონე ძალების მიერ ჩატარებულ არჩევნებს წარმოუდგენლად დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება. აუცილებელია:

– ამომრჩეველთა სულ მცირე 60%-ის მონაწილეობა პარალელურ კენჭისყრაში;
– პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების თითქმის სრული მხარდაჭერა.
– პროცესით აღფრთოვანება საერთაშორისო ასპარეზზე.
– კარგად აწყობილი სისტემა: სანდო ადმინისტრაცია, გამართული ტექნოლოგიები.
– დემორალიზებული, დამარცხებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებული, ავტორიტარულ კლუბშიც კი სერიოზილი თანაგომის გარეშე დარჩენილი დე ფაქტო ხელისუფლება, ხელისუფლების “გუმბარიზაცია” მაინც….

ამ პირობების დაკმაყოფილებაც შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ერთი სიტყვით, ახალი იდეების ასე დაბრეხვება, არის დანაშაული. აბსურდის გამოსავლად გამოცხადება არის დანაშაული… თან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საოპერო მომღერალი ახმოვანებს მასზე უფრო რეპუტაციაშელახული ადამიანების იდეებს. თან ყველას გვახსოვს ამ კაცის წარუმატებელი, სამარცხვინო პოლიტიკური ექსპერიმენტები, არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაშლილი ბლოკითა და ვითომ კვლავ პარტიაში მყოფი, კოჭატკეჩილი ვეზირებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved