• რეკლამა
  • კონტაქტი
17:25, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ის, რაც ამჟამად შეუძლია გააკეთოს უკრაინამ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:07 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,301
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ცუგცვანგი
————–
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან დაემსგავსა ქართულ ფილმს – „ქვევრი“. მილიციის უფროსს არ შეუძლია ქვევრის მეპატრონეს უბრძანოს ქვევრის გატეხვა, რადგან იურიდიული ძალაუფლება არ გააჩნია კერძო საკუთრების განკარგვაზე. დათმობით არცერთი მხარე არ თმობს და თუნდაც ორივემ სრულად აიღოს ნაწილობრივი პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, ეს სიტუაციას არ შეცვლის. ვიღაც უნდა დაზარალდეს; ისე დილემა არ გადაიჭრება.
სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, რომ ამერიკა თამაშიდან გასვლას აპირებს, თუ მხარეები რამდენიმე დღეში არ შეთანხმდებიან, უკრაინაც და რუსეთიც დაახლოებით თანაბარი დილემის წინაშე დააყენა. რუსეთს არაფრით აძლევს ხელს ამ ეტაპზე ომის გაგრძელება. ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები 1 წლით უკვე გაგრძელებულია, რაც მის ეკონომიკას ბოლომდე მიასიკვდილებს. კორეული ფაქტორი ამოწურვის პირასაა; ჩინელებს თავისი გასჭირვებიათ; ახალი ძალების მობილიზებას ალბათ მოახერხებენ, მაგრამ ეს ახალწვეულებიც ხომ დენთუყნოსელი დილეტანტების ბრბოები იქნება. პარალელურად, უფრო კონსოლიდირებულად დაუპირისპირდება ევროპა, რომელიც ამერიკის თამაშიდან გასვლის შემდეგ მაქსიმალურად შეეცდება რუსეთის ფინანსურ მიჩექმვასაც და უკრაინის დახმარების მაქსიმალურად გაზრდას. ცხადია, რუსეთს ყოველთვის დარჩება გარკვეული უპირატესობანი უკრაინასთან შედარებით, მაგრამ რამდენად გადამწყვეტი, განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ამის ზუსტად შეფასება მხოლოდ პუტინს შეუძლია, რადგან მხოლოდ ის ფლობს სრულ, ობიექტურ ინფორმაციას.
ცხადია პუტინი ბოლომდე ეცდება პოკერის მოთამაშის გაყინული სახის შენარჩუნებას, თუმცა, უკვე უმტყუნა ნერვებმა, როცა სააღდგომოდ საომარი მოქმედებების შეჩერება გამოაცხადა. ეს იყო სპონტანური მცდელობა, ამერიკელების ყურადღების მისაპყრობად: – აი ხომ ხედავთ, მაქსიმალურად ვცდილობო-.
პუტინს კარგად ახსოვს, რომ მას რეალურად ომი 2 კვირაში უნდა დაესრულებინა; ასეთი იყო საწყისი გეგმა; მაგრამ ყველაფერი კატასტროფულად განვითარდა. რა გარანტია აქვს, რომ მისი გათვლები ომის გაგრძელებასთან მიმართებაში ანალოგიურად არ დასრულდება? არავითარი. თანაც, გაისად, დიდი ალბათობით, ამერიკის კონგრესი და სენატი დემოკრატების შეიძლება გახდეს და არავინ იცის როგორ პოზიციას დაიკავებს განახლებული ამერიკული პოლიტიკური სისტემა. იმ დროს ჰეგსეტი, გაბარდი და რუბიოც შეიძლება უკვე ისტორიას ჩაბარდნენ და ვიტკოფსაც ისედაც ცხვარი ჰყავს უკვე ფეხზე გამობმული. ფრიად სარისკო პერსპექტივებია; არც ისე სახარბიელო. ასე რომ, ძალიან კარგი დროა რუსეთზე მისაწოლად, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რა იქნება წითელი ხაზი, რომელსაც პუტინი ვერ გადალახავს. როგორც ჩანს (და ძალიან ლოგიკურიცაა), ამერიკელების აზრით ეს ხაზი ყირიმია. ყირიმს ამ ეტაპზე პუტინი არ და ვერ დათმობს, რადგან ეს უკვე ეგზისტენციური ხარისხის საკითხია.
სწორედ ამიტომ განაცხადა „მილიციის უფროსმა“, რომ ყირიმზე ამჟამად საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს; არ უნდა იყოს არცერთ განზომილებაში, არც იურიდიულში, არც პოლიტიკურ-დიპლომატიურში. ჩვენ, ქართველებს გვაქვს ამის გამოცდილება, როდესაც გარემოებებმა გვაიძულა რუსეთთან ისე საუბარი და ურთიერთობა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ ვახსენოთ. მხოლოდ ჩვენი კეთილი ნებით და გონიერებით არ მომხდარა ეს; იგივე ამერიკა-ევროპამ გვაიძულა, რადგან ჩვენც იგივე მესიჯი მივიღეთ მაშინდელი „მილიციის უფროსისგან“: – მე ვერც ქვევრის გატეხვას ვაიძულებ ძალით მეპატრონეს და არც შენ დაგავალდებულებ ქვევრში სამუდამოდ ჯდომას; ამიტომ ისაუბრეთ და თავად მორიგდითო -.
საქმეში ჩახედული უკრაინელი ექსპერტები ძალიან ღელავენ ამერიკის თამაშიდან გასვლაზე, რადგან კარგად იციან ევროპული დაპირებების ფასი. რა დამატებითი მსხვერპლის გაღება სურს და შეუძლია უკრაინას, ეს თავად უკრაინელების გადასაწყვეტი იქნება. მათი ნება პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა გააჟღეროს. აშკარაა რომ იგი ძალიან ნერვიულობს და წონასწორობასაც ხშირად ჰკარგავს. მას აქვს ამისათვის უაღრესად ობიექტური მიზეზები, მაგრამ ამ მიზეზებზე აღმატებული უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო ინტერესებია. ცხადია, დაუსრულებლად შეიძლება ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის კრიტიკა, რადგან ისინი უპირობო დახმარებას არ სთავაზობენ უკრაინას, მაგრამ ეს კრიტიკა რეალობას ვერ შეცვლის. რეალობა კი არის ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ზელენსკივით და მისი კაბინეტივით დემოკრატიულად არჩეულია საკუთარი ხალხის მიერ და აკეთებენ იმას, რაც მათ მიაჩნიათ მართებულად თავიანთი ქვეყნის ინტერესებისათვის.
როგორ უნდა მოიქცეს ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი?
მახსენდება როგორ ვნერვიულობდი ჩემს მომავალზე, როცა ამერიკაში ჩამოვედი.
-რა მოხდება გამოცდები რომ ვერ ჩავაბარო? -; -გამოცდებს რომ ჩავაბარებ, ვიპოვი ადგილს რეზიდენტურაში?-; – რეზიდენტურას რომ დავამთავრებ, მოვახერხებ ვიზის გაგრძელებას და სამუშაოს პოვნას?-… ასეთი დაუსრულებელი შეკითხვებით ვაწუხებდი ჩემს ამერიკელ მეგობრებს, სანამ ერთმა ჭკვიანმა კაცმა არ მასწავლა ძალიან მარტივი ხერხი: – სიარულისას მეფიქრა არა გზაზე არსებულ ყველა შესაძლო დაბრკოლებაზე, არამედ მხოლოდ ყოველ შემდგომ ნაბიჯზე.
-One step at a time- ეს არის ის, რაც ამჟამად შეუძლია გააკეთოს უკრაინამ, რადგან შორეულ პერსპექტივებზე ფიქრი ამ სიტუაციაში შეუძლებელიცაა და საშიშად ამაღელვებელიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved