• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოკარი ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის – განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია

ალია ავტორი - ალია
12:54 04-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

სოკარი – საერთაშორისო ენერგოკომპანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100,000 თანამშრომელი ჰყავს. დღეს მისი საქმიანობა არაერთ ევროპულ ქვეყანას ფარავს, მათ შორის შვეიცარიას, ავსტრიას, თურქეთს, უკრაინას. თუმცა პირველი საზღვარგარეთული ბაზარი, სადაც სოკარმა საქმიანობა დაიწყო, 2006 წელს საქართველო იყო. მას შემდეგ, კომპანია გახდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და თანამედროვე ორგანიზაცია, რომლის ჰოლდინგშიც, სხვა კომპანიებთან ერთად შედის სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მართავს 100-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს მთელს საქართველოში. ევრო 5 კატეგორიის საწვავის იმპორტის, შენახვისა და რეალიზაციის პარალელურად, ის ლიდერია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი პირველი იყო, ვინც ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები და ელექტროდამტენები დაამონტაჟა, აგრეთვე — შექმნა კომფორტული სავაჭრო სივრცე მოგზაურებისთვის საჭირო პროდუქტების სრული ასორტიმენტით.

წლების წინ კომპანიამ წარადგინა ლოიალობის სისტემა – ENERGY ბარათი და მის სამართავად საჭირო მობილური აპლიკაცია, რომელიც ფიქსირებულ ფასდაკლებებსა და ქულების დაგროვებას სთავაზობდა მომხმარებლებს.

დღეს, 2025 წლის აპრილში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ციფრული მომსახურების ახალ საფეხურზე გადადის — მომხმარებელს წარუდგენს განახლებულ მობილურ აპლიკაციას SOCAR GEO-ს და სრულად განახლებულ ლოიალობის პროგრამას. განახლებული პლატფორმა ქმნის თანამედროვე, ერთიან ეკოსისტემას, სადაც საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სერვისი ციფრულად, ერთი აპლიკაციის ფარგლებშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ENERGY ბარათის ციფრული ვერსიის გამოყენება — როგორც არსებული ბარათის გაციფრულებით, ასევე ახალი ბარათის რეგისტრაციით.

აპლიკაცია სთავაზობს ფასდაკლებებს, ბონუს ქულებს, საჩუქრებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს. LEVEL სისტემის მეშვეობით, რაც მეტ საწვავს მოიხმარს მომხმარებელი, მით უფრო იზრდება მისთვის მოქმედი ფასდაკლების ოდენობა — ამ ეტაპზე, მაქსიმუმ 30 თეთრამდე ყოველ შეძენილ ლიტრზე.

დაგროვებული ბონუს ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე სადგურებთან მდებარე ვეი მარტის მაღაზიათა ქსელში — ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.

აპლიკაციაში ბარათის დამატებისას მომხმარებელი ავტომატურად იღებს სასაჩუქრე ქულებს, გარდა ამისა ყოველი ახალი მომხმარებლის მოწვევისას ორივე მონაწილე დასაჩუქრდება დამატებითი ქულებით.

სოკარის გუნდი წლის მანძილზე კიდევ არაერთი სიახლის დამატებას გეგმავს აპლიკაციასა და ერთგულების პროგრამაში, თუმცა მანამდე მოუწოდებენ ყველას შეისვენონ, გადმოწერონ განახლებული აპლიკაცია SOCAR GEO და აივსონ ენერგიით!

(R)

თეგები: სოკარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved