• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა ჩამოვედი მითხრა, თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართო, თუმცა…” – გერმანიის ელჩი

ალია ავტორი - ალია
15:07 04-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი BMG tv-ის გადაცემა „რედაქტ2″-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიას ჯამურად 13 პირი ჰყავს დასანქცირებული, თუმცა მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ფიშერის განმარტებით, გერმანიამ სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა იმ 13 ადამიანს, რომლებიც მათი შეფასებით, პასუხისმგებლები იყვნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა, თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია.

ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის დაირღვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და ზოგადად აღქმა ისეთია, რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენი მოვალეობა მათი დაცვაა.

სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც იყო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. დავუწესეთ სანქციები 13 პირს, რომლებიც ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში.

სანქციები გზავნილია საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით და გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში ასევე გვაქვს კანონი, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაცვას და სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. შესაბამისად, კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე”, – ამბობს პეტერ ფიშერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved