• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც ერთი ლარის გადამხდელი ვარ” – ჯაფარიძეს 20 000–ლარიანი გირაო შეუფარდეს

ალია ავტორი - ალია
21:07 04-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

წულუკიანი ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის 20 000 ლარის გადახდას არ აპირებს.

თქვეს, რომ არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტსა და მთავრობას, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო სხვა დანაშაული.

ამაზე ავხსენი – მიმალვა რომ მდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც შეტყობინება მომივიდა დაბარებაზე და ჩამოვედი, ეს ერთი და მეორე რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდე, სრულად გაუგებარია, არც ნასამართლეობა მაქვს. თუ იმაზეა საუბარი, რომ ის რაღაც ვითომ კომისია რომ არის, თუ დამიბარებენ ვუთხარი, რომ 30-ჯერ რომ დამიბარონ, არც ერთხელ ვაპირებ მისვლას. 

სინამდვილეში არ არსებობდა ნორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღმკვეთ ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას ვაპირებ.

ეს [საქალაქო სასამართლო] შენობა არის ერთადერთი, სადაც ჩემი ნებით დავდივარ, არა იმიტომ, რომ სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის მჯერა, არამედ იმიტომ, რომ სასამართლო არის ადგილი ასეთი რეჟიმის პირობებში, სადაც ყარს რეჟიმი და ამის ნახვა, ჩემი თვალით ხშირ-ხშირად არის მნიშვნელოვანი – ეს ვთქვი იქაც, რამდენჯერაც დამიძახებთ, იმდენჯერ მოვალ-მეთქი, მაგრამ არაო 20 000 ლარი უნდა მოიტანო გირაოო. ჰგონიათ ეგ ფული თუ მოვიტანე, ეგ გამაჩერებს, გაქცევა თუ მომინდა. ჩვეულებრივი მასკარადია.

არც ერთი ლარის გადამხდელი ვარ. ეს ვუთხარი მოსამართლესა და პროკურორსაც. 30 დღე მაქვს ვადა რომ გადავიხადო. არაფრის გადამხდელი არ ვარ. 22-ში აქვთ პროცესი და მოვალ, თუ არა და დამიჭირონ 18-იდან 22-მდე”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved