• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სხდომის მდივნიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობამდე – ვინ არის ახალი თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
18:43 04-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
557

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

რევაზ ნადარაიამ ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა, მისივე განცხადებით, საკუთარი სურვილით დატოვა.

რევაზ ნადარაია 45 წლისაა და 2021 წლიდან უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო განწესებული.

რევაზ ნადარაია იყო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებიდან ერთ-ერთი, რომელიც არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის დასჯას მოითხოვდა. ნაზი ჯანეზაშვილი მას, როგორც კლანის წევრს მოიხსენიებდა.

რევაზ ნადარაიას უკავშირდება უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სარჩელის მიღებაც.

რევაზ ნადარაია იყო მოსამართლეთა იმ სიაში, რომელთა კეთილსინდისიერების შემოწმებასაც ევროკავშირის პირობიდან გამომდინარე, „სასამართლოს გუშაგი“ ითხოვდა.

“ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა. ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად, თქვენც აღიარებთ მას ლიდერად,” – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წელს. რა დროსაც ის  უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

2002-2005 წლებში მუშაობდა “ადვოკატთა კავშირი XXI”- ში ადვოკატად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.

2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი.

2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved