• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძვირფასო მეგობრებო” ზუგდიდიდან და “ცენტრიდან” – არ იყო საკმარისად ნათრევი ხალხი? საკმარისი სისიხლი ვერ დაინახეთ?” – ცაბუნია ვართაგავა

ალია ავტორი - ალია
13:34 04-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,216

სამოქალაქო აქტიუსტი ცაბუნია ვართაგავა:

24 საათზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ ბოლომდე არ მაქვს გააზრებული, რაც ზუგდიდში მოხდა. მართლა ბოლო წამამდე გულუბრყვილოდ მეგონა რომ რამდენიმე ასეული (!) პოლიციელი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან პატივის მისაგებად მივიდა. წინ უფროსები მოუძღვებოდნენ დანარჩენებს. წამის მეასედში მოტრიალდნენ ჩვენკენ, ადამიანებისკენ, რომლებიც მდუმარედ ვიდექით. მე ქაღალდზე დაწერილი “მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული” – მეწერა და არ დავუშვი სადამდეც შემეძლო. ორ ნაწილად დაყოფილებს უბრალოდ წაგვავლეს ხელი და წაგვათრიეს. ყველა კადრში ვიღიმი ან ვიცინი, არც იმ მომენტში მჯეროდა რა აბსურდიც ტრიალებდა ირგვლივ. 25 ადამიანი გვათრია რამდენიმე ასეულმა პოლიციელმა. ჩემს მეგობრებზე ვდარდობდი, რომლებიც პირველად მოყვნენ ასეთ ამბებში. თან ისე მოხდა, შედარებით გამოცდილები ერთ მხარეს აღმოვჩნდით და ისინი მეორე მხარეს.

“აქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ” – გააშუქეს შემდეგ მედიებმა და ზოგმა ისეთი ადამიანისგან აიღო ინტერვიუ, გამოძინებული და დავარცხნილი ჩვენს ნაფრონტალზე რომ მოვიდა მერე და ფოტოები გადაიღო. საშუალებას არ გვაძლევენ კი არა, წინა საღამოდან ათიეს ღამე იქ ჩემმა მეგობრებმა, თბილისის სოლიდარობის ნიშნად. გესმით? ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ი ს! და მერე გამოგვათრია პოლიციამ, არაპროპორციული(!) ძალის გამოყენებით.

წუხელ გვიან დავიძინე. ფაროსანასაც რომ ვერ ვკლავ ისეთი ადამიანი მთელი საღამო ათას სცენარს ვსახავდი გონებაში, როგორ ვაწამებდი ჩვენი დარბევის გადაწყვეტილების მიმღებებს და შემსრულებლებს და ეს წარმოსახვა მსიამოვნებდა. გესმით? ადამიანი, რომელიც მწერს ვერ ვიმეტებ მოსაკლავად, სიამოვნებას ვიღებდი იმის წარმოდგენით, როგორ სტკიოდათ იმათ, ვინც აქეთ გვატკინა – ხათუნას ვინც ხელი ჰკრა და წააქცია, იმ პოლიციელს. ჩემი ორსული მეგობარი რომ აჯანჯღარეს, იმ პოლიციელებს. 18 წლის გოგოს რომ ჩქმეტდნენ, იმ პოლიციელებს. დედა რომ აგინა ჩემს მეგობრებს და აქეთ კაცობაზე დებს თავს, იმ პოლიციელს. ზუსტად ვიცი, ეს ამხელა ბრაზის ენერგია არ დაიკარგება და კონკრეტულ კისრის მოსატეხ ამბებად გექცევათ. მინდა რომ ისე განწარდეთ, მართლა საკუთარი იდაყვების კბენას ცდილობდეთ. არასდროს, არაფერი მინატრია ასე ძალიან და ზუსტად ვიცი, სამყარო ძალიან კანონზომიერია…

და თქვენ, “ძვირფასო მეგობრებო” ზუგდიდიდან და “ცენტრიდან” – არ იყო საკმარისად ნათრევი ხალხი? საკმარისი სისიხლი ვერ დაინახეთ? თქვენ, ვინც მუდამ სოლიდარობას გაჰკივით ყველა პლატფორმიდან და რეგიონს შემორჩენილ 20 კინკილა ადამიანს მუდმივად გვიკიჟინებთ სოლიდარობის გამოხატვისკენ სად ხართ? ჰო, ალბათ, ქვიარ ინიცისტივის გაშლილი დროშა გადაგეფარათ თვალებზე და ვერ დაგვინახეთ… მთავარი პრობლემა ხომ ახლა ეგაა, როგორ გაბედა ორმა აქტივისტმა დროშის გაშლა…

ყველაფერი დალაგდება. როგორც ვთქვი, სამყარო კანონზომიერია. და მართლაც,

“მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა,
მაინც მოვა გაზაფხული…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved