• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაშინიანი პოპულისტია, გახარია კი…” – რას წერს სომხური მედია საქართველოს მთავრობაზე?

ალია ავტორი - ალია
01:58 06-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

სომხურ გამოცემა “ჟამ”-ში («ժամ»//”საათი”) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “რატომ იყიდება სამედიცინო პირბადეები სომხეთში ძვირად, საქართველოსთან შედარებით?” საუბარია სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლების ანტიპანდემიურ ძალისხმევაზე, ერთმანეთთანაა შედარებული ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობების მოქმედება კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში (ავტორი – არტაკ აკოფიანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:”დღეს სომხეთში “ხალხის წიაღიდან გამოსული” ხელისუფლება მოქმედებს. ბევრი ნიკოლ ფაშინიანს პოპულისტს უწოდებს, ანუ ისეთ მოღვაწედ, რომელიც ცდილობს თავი მოაწონოს მოქალაქეებს, მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებით.

ასევე ამბობენ იმასაც, რომ მეზობელ საქართველოში ხელისუფლებას პოპულისტური ხასიათი არ აქვს. უფრო მეტიც, ქართულ მთავრობას არასაკმარის დემოკრატიულობაში ადანაშაულებენ.მოდით, შედარებითი მეთოდით შევეცადოთ იმის გარკვევას, თუ როგორებია სინამდვილეში სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლება, როგორ და რა ფასად ებრძვიან ისინი კორონავირუსს.კორონავირუსი თავდაპირველად საქართველოში დაფიქსირდა – 26 თებერვალს,სომხეთში კი მხოლოდ 2 მარტს. ანუ, ბუნებრივია, სომხეთი ვირუსის გავრცელებას უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა, მით უმეტეს, რომ ჩვენთან უცხოელები 4,5-ჯერ უფრო ცოტა ჩამოდის, ვიდრე საქართველოში. მაგრამ დღეს სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს: 28 მაისის მონაცემებით, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობა 8216 ადამიანს შეადგენს, საქართველოში კი ანალოგიური მაჩვენებელი 10-ჯერ და მეტად ნაკლებია. ჩვენთან ვირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა, საქართველოში კი მხოლოდ 12, ანუ დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები.
როგორც სომხეთის ხელისუფლება აღნიშნავს, მართალია, საქართველოსთან შედარებით ჩვენთან ჯანდაცვის მდგომარეობა უარესია, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაო. რა იგულისხმება ამ განცხადების უკან?ვირუსის გავრცელებამდე ჩვენთან დრამისა და დოლარის კურსი არ შეცვლილა, საქართველოში კი ლარი-დოლარის კურსი დაახლოებით 14%-ით შეიცვალა, ანუ თუ კორონავირუსამდე დოლარი 2,8 ლარი ღირდა, დღეს 3,2 ლარი ღირს. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოში, სომხეთისაგან განსხვავებით, სულ სხვანაირი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ტარდება. სხვათა შორის, იგივეა რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. რატომ განსხვავდება სომხეთი ჩამოთვლილი ქვეყნებისაგან, ეს ცალკე საუბრის თემაა.
მაგრამ დავუბრუნდეთ იმ პრობლემებს, რაც მოქალაქეებს აღელვებთ.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში პირველი მოხმარების საგნებზე ფასები არ შეცვლილა, ან თუ შეიცვალა, ძალიან უმნიშვნელოდ. სომხეთში კი, მაგალითად, ხილზე ფასებმა 20-30%-ით მოიმატა. საქართველოში ტურიზმი უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენთან. კორონავირუსმა ამ დარგს ორივე ქვეყანაში დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველო მაინც გეგმავს, რომ შარშანდელი რეკორდული რაოდენობის (9,2 მილიონი ტურისტი) 25% მაინც მიიღოს. ჩვენთან კი ტურიზმი აბსოლუტურად ჩამკვდარია: არავის არ სჯერა, რომ წელს სომხეთი შარშანდელი რაოდენობის (1,9 მილიონი) 10% თუ მაინც მიიღებს.ნიკოლ ფაშინიანს ძალიან უყვარს კორონავირუსულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი. რამდენიმე თვის წინათ მან მოქალაქეებს მოუწოდა პირბადეების და სანიტაიზერების წარმოება დაეწყოთ, თუმცა როცა ჩვენი პრემიერი ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდა, ქართველები უკვე აკეთებდნენ. დღეისათვის საქართველოში პირბადეებზე 9 მსხვილი საწარმო მუშაობს და მათგან უდიდესი – «New Technologie Impex» თვეში 12 მილიონ პირბადეს ამზადებს.შედარებისთვის: სომხეთში ფირმა “ტაშირ-ტექსტილი” თვეში მხოლოდ 900 ათას პირბადემდე ქაჩავს. ამჟამად საქართველოში სრულიად უზრუნველყოფილია შიდა მოთხოვნილება პირბადეებზე და დაწყებულია მისი ექსპორტი როგორც ევროპულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. წარმოების მოცულობა იმდენად დიდია და იმდენად არის ბაზარი გაჯერებული, რომ პირბადის საშუალო ფასი საქართველოს აფთიაქებში და მაღაზიებში 50 თეთრამდე მერყეობს, ანუ მხოლოდ 75 დრამამდე. ჩვენთან კი პირბადის ღირებულება ორჯერ მეტია – 150 დრამამდე…
და თუ ამ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ანტიკრიზისულ პროგრამაზე 300 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, საქართველო კი 750 მილიონზე მეტს, მაშინ ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ უწოდებენ სომხეთის დღევანდელ მთავრობას და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს პოპულისტურს, საქართველოს მთავრობასა და პრემიერ გიორგი გახარიას კი – არა?ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მოსახლეობას მხოლოდ ერთი თვის კომუნალური ხარჯები აუნაზღაურა, საქართველოს მთავრობამ კი სამი თვის ხარჯები.
ჰოდა, ვინც ამის შემდეგ იმას იტყვის, რომ საქართველოში სიტუაცია უფრო კარგი “ბედნიერი შემთხვევისა და იღბლის გამო არისო”, ეს თვითონ მთქმელისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი.

კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved