• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციაში დამნაშავეები არიან, კრიმინალები არიან, მაგრამ დებილები არ არიან და იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ!”

ალია ავტორი - ალია
00:36 05-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია:

–  მთავრობის ბოლო სამი თვის მუშაობა რომ შევაჯამოთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ?

-რა მომეწონა და რა არ მომეწონა არ არის მთავარი, მთავარი შედეგია. შეიძლება რაღაც არ მომეწონოს, მაგრამ შედეგი იყოს კარგი. შედეგის კუთხით, თითით საჩვენებელია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ექიმები, ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ასეთი კრიზისის დროს მაქსიმალურად დაიცვას მოსახლეობა. გააზრებულად და კარგად იყო ყოველი დღე დაგეგმილი და ის შეზღუდვებიც სწორ დროს და სწორად გამოიყენა ხელისუფლებამ. ერთი გარდაცვლილი ადამიანიც სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ისეთ ძლიერ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, აშშ – ჩვენ ბევრად ნაკლებად გვაქვს ლეტალობის მაჩვენებელი, ვგულისხმობ პროცენტულად… ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩემთვის ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი ორთვიანი შეზღუდვა. ამ შეზღუდვებით, ხომ გადარჩნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლებოდა ახლა ჰქონოდათ სავალალო შედეგი, ერთი ადამიანიც თუ გადავარჩინეთ, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია.
ნებისმიერი შეზღუდვა, ბუნებრივია, ყველა ადამიანს უქმნის დისკომფორტს, მე არა ვარ დარგის სპეციალისტი და რეკომენდაციებს ვერ გავაკრიტიკებ. რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჩემ თავთან მქონოდა კითხვები, მაგრამ მთავარი შედეგია, შეიძლებოდა გვქონოდა იტალიის მაგალითი და ჩვენ ეს ავირიდეთ. ეს ჯერ შეუსწავლელი ვირუსია და რა ვიცით, ხვალ რა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე, ის დიდი საფრთხე ავირიდეთ. სულ რაღაც 2 თვის წინ, საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლებოდა საერთოდ ვერ გამოვსულიყავით სახლიდან და მესიჯების საშუალებით მიგვეღო მაღაზიაში ჩასვლის უფლება – ახლა კი უცებ ვსაუბრობთ უკვე იმაზე, ვის როგორ დავეხმაროთ, ვინ რა კომპენსაცია მიიღოს. ფაქტია, რომ გადავიარეთ ტალღა და ახლა უკვე შეგვიძლია ეკონომიკაზე ფიქრი და მსჯელობა. ხელისუფლებაც, ვხედავთ, რომ გადაერთო ქვეყნის ეკონომიკურ მართვაზე და აღარ ფიქრობს 24 საათი იმაზე, რომელიმე კლასტერი არ გაგვექცეს. ეს პოზიტიური შედეგი შეზღუდვებით დადგა.


– შეცდომები არ ჰქონდათ?

-რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, თავიდან 144-თან დაკავშირებით, მაგალითად – როდესაც პრემიერმა გამოაცხადა ცხელი ხაზის ნომერი, ჩვენ ვნახეთ, რომ საათობით ცდილობდნენ ადამიანები 144-ში დარეკვას – არ გადიოდა ზარი, ან ვერ პასუხობდნენ – იყო ეს პრობლემები, მაგრამ პანდემიას ვინ ელოდებოდა? მოულოდნელი იყო, იგივე ომია. 2008 წლის ომის დროსაც, ფორს-მაჟორში, ხელისუფლება იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც მერე მეორე დღეს შეიძლებოდა არ აღმოჩენილიყო სწორი…


– ოპონენტები გეტყვიან, რომ 2008 წლის ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ეს კი რამდენიმე თვე…


– მეტყვიან, ხო, მაგრამ რამდენიმე თვის გაგრძელების მერეც კი, ხომ ვხედავთ შედეგს? იმ ომის დროს დავმარცხდით, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ფოიერვერკებს ისროდა… დღეს მთელი მსოფლიო ჩვენზე საუბრობს და თქვეს კიდეც, რომ თუ სადმე პირველი დახმარება წავა, ეს უნდა იყოს საქართველო, რადგან მან კრიზისის დროს ყველაზე კარგად გამოამჟღავნა ბრძოლისუნარიანობა და შედეგი დადო. ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება, პანდემიის პერიოდში მიღებული, აღმოჩნდა მომგებიანი და ეფექტური – ესაა მთავარი.


– ანტიკრიზისული გეგმა ცოტა გვიან ხომ არ შეიმუშავა მთავრობამ და დაგვიანებული არ გეჩვენებათ დახმარებების დარიგება?


– რასთან შედარებით მივიღეთ გვიან? ანტიკრიზისულ გეგმაზე ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო მაშინვე, როგორც კი პირველი შოკიდან გამოვედით. ხელისუფლება ექიმებთან კონსულატაციების შემდეგ, მიხვდა, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება და აისახება თითოეული ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი  – ანტიკრიზისულ გეგმას როდესაც დებ და მოქალაქეებს რაღაცას პირდები, არ უნდა მოიქცე წინა ხელისუფლებასავით და არ უნდა დარჩეს დაპირება ქაღალდზე. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსოფლიო ბანკთან, როგორც კი მიიღო ფინანსური დახმარების დაპირება – მაშინვე დაიწყო თანხების გადანაწილება ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით. ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, არ გაძლევს თანხას, თუ არ დარწმუნდა, რომ ამ ფულის განაწილება და ათვისება მოხდება სწორად. აქედან გამომდინარე, რადგან თანხებზე შეთანხმება მოხდა, მათაც მოიწონეს ჩვენი ხელისუფლების გეგმა.
რაც შეეხება იმას, რომ აქამდე გაცემული არ არის თანხები, ამასაც მეკითხებოდით, პირველი რიცხვიდან იწყება სოციალური დახმარებების გაცემა. ანტიკრიზისული გეგმის დაწყებამდეც აღვნიშნე, რომ ყველაზე რთული იქნებოდა აღრიცხვიანობა.
ორი გზა იყო, ან უნდა მიეცათ დახმარება ყველასთვის – რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა არასწორი, ან უნდა მისცეს კონკრეტულად იმას, ვისაც ყველაზე მეტად შეექმნა პრობლემა – ადამიანს, რომელმაც დაკარგა სამსახური, ადამიანს, რომელიც ყოველ დღე გადიოდა ქუჩაში და იმ ყოველდღიურად ნაშოვნი ფულით არჩენდა ოჯახს. როგორც ვვარაუდობდი, აღრიცხვიანობის პრობლემა მართლაც შეიქმნა, ადამიანების ნაწილი, სამწუხაროდ ვერ ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემოსავალი.
ერთი კარგი ცვლილება შევიდა დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც, პანდემიის გამოცხადებიდან კი არა, 1-ლი იანვრიდან ვინც დაკარგა სამსახური, ყველა იმ პირს დაეხმარებიან. თან განთავისუფლების ბრძანებაც არ გჭირდება. მაგალითად, თქვენ გერიცხებოდათ ხელფასი, მაგრამ კომპანიას შეექმნა პრობლემები, ვერ იხდის ხელფასს – შესაბამისად, არ გაქვთ ჩარიცხვა. სხვა მიზეზზე არ არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ჩარიცხვის დოკუმენტის მიხედვით ხდება დახმარებების გაცემა. არ გაქვთ ჩარიცხვა? ავტომატურად გულისხმობს სახელმწიფო, რომ პანდემიის გამო მოხდა ხელფასის შეჩერება და გერიცხებათ დახმარება.


– ძალიან იმატა ღატაკთა რიცხვმა, ყველა მხრიდან – მშია გვესმის. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მდგომარეობა შეიცვალოს?


– ადამიანებს გაუჭირდათ, ვისაც ჰქონდა, ამოეწურათ მარაგი, მესმის. მიუხედავად კრიზისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, მთელი ეს პერიოდი, საქართველოს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გასცა ყველა ის ვალდებულება, რაც ჰქონდა აღებული – მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ვერ იხდიდნენ საშემოსავლოს, მოგების გადასახადს და ასე შემდეგ, 1 700 000 ერთეული დახმარება გაწია მაინც სახელმწიფო – ასაკობრივი პენსიონრები, საარსებო შემწეობები, დევნილებების დახმარებები – არც ერთი დახმარება არ შეწყვეტილა ერთი დღითაც კი და პირველი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ გადადგა იყო ის, რომ კომუნალური გადასახადები დაუფარა ადამიანებს.
ახლა უნდა გაიცეს 200 ლარიანი დახმარებები 6 თვის მანძილზე (სულ 1200 ლარია გაწერილი) – ამაზე თანხმდება ყველა, რომ არ არის საკმარისი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება დღეში შოულობდნენ 30-40 ლარს, არიან ადამიანები, რომლებსაც 200 ლარი წამლებშიც კი შეიძლება არ ეყოს – ამ ფონზე, შეიძლება დახმარება მცირეა, მაგრამ სახელმწიფომ შემოსული ტრანშებით უნდა განახორციელოს სხვა პროექტებიც – ფერმერებისთვის დიზელის იაფად მიყიდვა, 10 ჰექტარზე 2 000 ლარიანი დახმარება, წყლის დავალიანების ჩამოწერა, სახელმწიფო დაეხმარება და გამოუყოფს გრანტს ფერმერებს, დაეხმარება სესხის დაფარვაში, აქვს ტურისტული ბიზნესის დახმარების პროგრამა, გადავადდა სესხების გადასახადი და ა.შ. ბევრი ვალდებულება აიღო და მესმის, ეს არ არის საკმარისი, ვერც იქნება საკმარისი. მარტო დღევანდელი დღე ხომ არ არის? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვართ ის ქვეყანა, სადაც პანდემიამდეც არ ქუხდა ეკონომიკა და უჭირდა ბევრ ადამიანს. ახლა ამ ბევრს ადამიანს, დაემატა კიდევ ბევრი ადამიანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემაა, მაგრამ….
ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ, ჩვენთან ბევრი უცხოური ინვესტორი აპირებს ახლა თანხის დაბანდებას.
მაგალითად – ფოთის ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით 1 მილიარდი ლარის ინვესტირებაზეა საუბარი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული კომპანიაა… ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ფოთში და 30 მილიონი დოლარის ტრანში უკვე ჩარიცხულია საქართველოში და ეს არის ამერიკული კომპანიის თანხაა.


– ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ჩაძირავს ანაკლიის პროექტს…


– ერთი მეორეს ხელს რატომ უშლის, არ ვიცი. ანაკლიაშიც რომ ჩაიდოს და ფოთშიც ჩაიდოს, რატომაა პრობლემა? თუ ამერიკელი ინვესტორები ანაკლიაში ახორციელებდნენ პროექტს და ჩვენებმა უარი უთხრეს, მაშინ ფოთში რაღატომ აკეთებს ისევ ამერიკული კომპანის ინვესტირებას? ფოთის ნავსადგურის ინვესტირება ხომ უკვე დაწყებულია, ე.ი. ანაკლიასთან დაკავშირებით, კომპანიის პრობლემა ყოფილა და არა ქვეყნის, ხო?


– ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგი იყო რუსეთი…


– ნებისმიერი რამის თქმა შეიძლება ასე. ასე რომ ყოფილიყო, ფოთის პორტის მშენებლობაში ფულს არ ჩადებდნენ ამერიკელები. სამწუხაროდ, ყველაფერი პოლიტიზირებული უნდათ რომ გახადონ და არ უნდათ რეალობის დანახვა. გაიზარდა იაპონური ინვესტიციები. იაპონიის ელჩმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრ იაპონურ ინვესტიციას უნდა ველოდოთ და თან ძალიან მალევეო, ხაზგასმით თქვა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. არ დაგიმალავთ და ასეთი მოთხოვნა რომ იქნებოდა, ადრე მქონდა ნათქვამი, ლოგიკურიცაა, მსოფლიოს ახლებურად გადანაწილების პროცესი მიდის და შეიძლება ისეთმა დიდმა კომპანიებმა გადაწყვიტოს საქართველოში ფულის დაბანდება, რომლებიც ძალიან განვითარებულ ქვეყნებში იყვნენ აქამდე. გამართლდა ეს საბედნიეროდ და მალე უნდა ველოდოთ მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებას საქართველოში.


– ხშირად ვამბობთ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ბიუჯეტიც მცირე გვაქვს, მეორე მხრივ, მაცხოვრებელიც ცოტა გვყავს. ამ ბიუჯეტით ასე უნდა გვიჭირდეს?


– მე როგორც რიგითი ქართველი, არაერთხელ აღვნიშნავ, არ შეიძლება საქართველოში ცხოვრობდეს გაჭირვებული ადამიანი. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, მოკლე ისტორია გვაქვს დამოუკიდებლობის, ძალიან ცოტა ხნის წინ ვიყავით საბჭოეთის გადმონაშთი. 2019 წელს იყო პირველად ისტორიულ ნიშნულზე იყო ექსპორტი. მიუხედავად ამისა, მე პირადად ძალიან უკმაყოფილო ვარ, როგორ შეიძლება ჩემს ქვეყანაში იყოს იმპორტირებული ბოსტნეული და ხილი, როცა თავად შეგვიძლია ვაწარმოოთ. არსებობენ ვიღაცები, კომუნისტური გადმონაშთები, ვისაც ხელი მიუწვდება კორუფციასთან…


– რაღა დროს კომუნიზმია, როგორ უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ხომ შეიძლება კანონით ავლაგმოთ?


– კვირაში რამოდენიმეჯერ იჭერენ ვიღაცას კორუფციაზე, ქრთამის აღებაზე და ა.შ. ჩვენი ჰესების დაახლოებით 60 პროცენტი წინა ხელისუფლებამ გაასხვისა რუსულ კომპანიებზე – აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვიღაცებზე დამოკიდებული ჯერ კიდევ ვრჩებით. 2012 წლის შემდეგ პირველად, ძლიერი და გავლენიანი ამერიკული კომპანიები იწყებენ შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში. რთულია იმის პროგნოზირება, რა იქნება დღეს, ხვალ და ერთ თვეში, მაგრამ შემოსული ინვესტიციები, დაინტერესებული კომპანიები, ჩემი ქვეყნის ხელისუფლების მონდომება, მაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გაძლიერდება ძალიან მალე…


– ზემოთ იმპორტირებული ხილი და ბოსტნეული ახსენეთ და ეს კითხვა აუცილებლად უნდა დავსვა – დალპა საქართველოში ხილი და ბოსტნეული, კახეთში, იმერეთში, ქართლში და ვერ მოვახერხეთ გასაყიდად გამოტანა, არადა, თურქეთიდან ტრაილერებით შემოდის იმპორტირებული პროდუქცია.


– ის, რომ ჩემ ქვეყანაში ჩემი პროდუქცია უნდა მქონდეს, ეს ორჯერ-ორი ოთხია. ჯერ კიდევ 2012 წელს ივანიშვილი მილიარდნახევრით დაეხმარა სოფლის მეურნეობას, ახლა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ძალიან ბევრი და კარგი დახმარებაა გათვლილი სოფლის მეურნეობისთვის…


– თუმცა, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ბაზარი…


– იმდენი საერთაშორისო ხელშეკრულებები გვაქვს დადებული, 2 მილიარდზე მეტი ადამიანის ბაზარზე ვართ გასული, ჩინეთი, ევროპის ქვეყნები… ეს ქვეყნები ითხოვენ პროდუქტის ხარისხს და სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს ნაწარმი. სწორედ ამიტომ, ანტიკრიზისულ გეგმაში სერიოზულია აქცენტია გაკეთებული თანამედროვე ტექნიკის შესასყიდად გასაცემ გრანტებზე და სესხები თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო.


– ეს რატომ არ გააკეთეს 8 წლის მანძილზე?


– რა გგონიათ, რომ აღნიშნულ ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია? რომ დაუშვა ამიტომ განხორციელდა ამდენი ცვლილება მთავრობაში. წინა პრემიერი რატომ შეიცვალა? ვერ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაპირება, ვერ შეაჩერა სიღატაკე და მაგიტომ მოხდა ცვლილება. ბიძინა ივანიშვილი მაგიტომაც მობრუნდა, რომ დაინახა რამდენი პრობლემა იყო ეკონომიკაში კვირიკაშვილის მმართველობის დროს. ჩვენ ვნახეთ რომ მაგ პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებიც იყო. რაღაც დოზით შეცდომები იყო და ამას დაემატა პანდემიაც, მაგრამ მომავალი ინვესტიციების შესახებ მიღებული ინფორმაცია მაძლევს იმაზე საუბრის საშუალებას, რომ ჩემ ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაიზრდება და მომავალში დახმარებებზე კი არ ვისაუბრებთ, ერთ-ორ წელიწადში ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი ათასით მეტი ადამიანი დასაქმდა.


– კარგია ინვესტიციები, მაგრამ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაც არ იქნებოდა ურიგო.


– ინვესტიციების გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ნაკლები შანსი აქვს, ჩვენ ხომ არ ვართ ნავთობის მქონე ქვეყანა? რა თქმა უნდა გვჭირდება შიდა პროდუქცია და მისი ექსპორტი, რაშიც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო მოქალაქეებს და ამ პროგრამით ამას აკეთებს ახლა.


– კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ვარ ჩამოყალიბებული ფერმერი და მაქვს ჩემი პროდუქცია, მზა პროდუქცია, ვის მივმართო და რა ფორმით, რომ ექსპორტში დამეხმაროს და მოვახერხო საზღვრებს გარეთაც გატანა პროდუქციის?


– ეკონომიკის სამინისტრო თანადაფინანსების პრინციპით, ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო გრანტის პრინციპით, გეხმარება ტექნიკის შეძენაში, ბიზნესის გაფართოებაში. თუ ადამიანი ქმნის პროდუქტს და მას სჭირდება დახმარება – უკვე გამოყოფილია თანხა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოები დაეხმარებიან ექსპორტში.  ეს ზუსტად ვიცი. რამდენიმე ადამიანი უკვე ვიცი, ვინც მივიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მისცეს ბლანკები, შეავსეს და  დაპირდნენ რეალურ დახმარებებს, მათ შორის, ექსპორტთან დაკავშირებითაც.


– ამერიკული ფული ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკას უნდა დავუჯეროთ – ფულს ვიღებთ და ვალდებულებები გვაქვს? ამ ვალდებულებების გამო დავთანხმდით უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე? თუ პოლიტიკოსებს ყველაფერი ეპატიებათ?


– ამერიკული ფულის შემოსვლა აღვნიშნე ფოთის პორტთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ორი კრიმინალის გამოშვებით დავინახეთ, რომ თუ პოლიტიკოსი გქვია, ესე იგი, ნაწილობრივ რაღაცას, თურმე, ნიშნავს, რაც ძალიან ცუდი და უსიამოვნო ფაქტი იყო ჩემთვის.
სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ზურაბიშვილმა შეიწყალა 2 დამნაშავე და იმაზე რომ ისინი არ იყვნენ დამნაშავეები და იყვნენ პოლიტპატიმრები, უკვე ვერავინ ვეღარ საუბრობს. შეწყალება მოხდა დამნაშავეების, აბა, უდანაშაულებს არავინ იწყალებს, ხო? სალომემ ამით, ოპოზიციას ბოლომდე მოუჭრა საპროტესტო მიზეზი. ყველა ელჩმა პოზიტიურად შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ჩემთვის პირადად, არ იყო მარტივი მოსასმენი, შინაგანი პროტესტი მქონდა, რატომ უნდა ხედავდე, რომ ვიღაც შეიძლება იჯდეს 50 ლარის მოპარვის გამო და გარეთ ვუშვებთ ადამიანს, რომელსაც ამხელა თანხა აქვს მითვისებული და ამასთანავე პარლამენტში შეჭრას ცდილობდა? – ხო, არ იყო სასიამოვნო მოსასმენი. არ დავმალავ, მეწყინა, გავბრაზდი, ნიჰილიზმიც დამეუფლა ერთი პერიოდი.
მაგრამ, ზურაბიშვილმა გათვალა, რომ ოპოზიციისთვის უნდა მოეჭრა სპეკულაციის ყველა გზა და მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ.


– „ოცნება“ ამ არჩევნებზე ახალი სახეებით წარსდგება, ამბობენ, რომ თქვენც იქნებით „ოცნების“ სიაში, თუმცა, ამ სიაში ისევ ვერ მოხვდნენ ე.წ. 2012-იანები, რაც მათ წყრომას გამოიწვევს, ალბათ.


– არ ვიცი, ვის ეწყინება და ვის არა, მართლა ვერ გეტყვით. ვერც ჩემ დასახელებაზე გეტყვით რამეს, ეს „ოცნების“ გადასაწყვეტია და არა ჩემი. რაც შეეხება ახალ სახეებს, რაც მეტი ახალი სახე იქნება, მით უფრო ის ადამიანები, რომლებიც კარგ საქმეს გააკეთებენ, რატომ იქნება ცუდი?]


– 2020 არჩევნების შედეგი როგორი იქნება, თქვენი აზრით?


– ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება 120/30-ზე დამტკიცდება, უკვე ცხადია. თუმცა, როგორი სახითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს. ამიტომ საუბრობენ ყველაფერზე, გარდა არჩევნებისა. არ გამოუვათ არჩევნების ჩაშლა, ხელისუფლება ახლა ცდილობს საზოგადოება გამოიყვანოს ეკონომიკური პრობლემებიდან და ამის შემდეგ კი ჩაატარებს ნორმალურ არჩევნებს. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, კარგი პროგრამები დადონ, გამოამჟღავნონ შესაძლებობები და საზოგადოებას დაპირდნენ ის, რისი შესრულებაც შეუძლიათ. ჩვენ გავიზარდეთ როგორც ამომრჩევლები. აქამდე ასე იყო, ერთ ძალას კი არ ვეუბნებოდით – კის, მეორე ძალას ვეუბნებოდით – არას. ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. დადგა დრო, რომ მხოლოდ არას თქმა აღარ არის საკმარისი, კი – რომ ვუთხრათ, უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ძალას კარგი და ქვეყნისთვის საჭირო პროგრამა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. მე ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნება“ ახალი პროგრამით აუცილებლად უმრავლესობით მოვა ისევ ხელისუფლებაში,
დესტრუქციულმა ოპოზიციამ ყველა გზა იმიტომ გამოიყენა არჩევნების ჩასაშლელად, რომ იცის, შანსი არ აქვს. დამნაშავეები არიან, კრიმინალები არიან, მაგრამ დებილები არ არიან და იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ! „ქართულმა ოცნებამ“ თუ ამ ნაბიჯებით გააგრძელა, თავისი ახალი კარგი პროგრამებით, აუცილებლად მოიგებს არჩევნებს. საკმაო ხმებს აიღებს „პატრიოტთა ალიანსიც“, თუ ისევ ისე გააგრძელებს დამოუკიდებელ თამაშს – დანარჩენი ოპოზიცია კი, თავად ნახავთ, ერთმანეთს დახოცავს მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში.

თამო კეშელავა ალია №18

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved