• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ტარიფებზე: “მზად ვართ რეაგირებისთვის”

ალია ავტორი - ალია
10:53 04-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

პრეზიდენტ ტრამპის განცხადება საყოველთაო ტარიფების შესახებ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირზე, უდიდესი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, _ იუწყება ipn.ge.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს უარყოფითი შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში.

„ძალიან ვწუხვარ ამ არჩევანის გამო. მოდით, თვალი გავუსწოროთ უზარმაზარ შედეგებს. გლობალური ეკონომიკა მასიურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს შემდგომი პროტექციონიზმის ზრდას. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. შედეგები მაშინვე საგრძნობი იქნება. მილიონობით მოქალაქეს სასურსათო გადასახადები გაეზრდება, სამკურნალო საშუალებები და ტრანსპორტირება გაძვირდება. ინფლაცია გაიზრდება. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ სხვები უსამართლოდ სარგებლობენ არსებული წესებით და მზად ვარ, მხარი დავუჭირო ნებისმიერ ძალისხმევას, რათა გლობალური სავაჭრო სისტემა მოერგოს გლობალური ეკონომიკის რეალობას. მაგრამ ასევე მინდა გარკვევით ვთქვა: ტარიფები ამას არ გამოასწორებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მზად იყო შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის.

„სწორედ ამიტომ, თავიდანვე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის ნებისმიერი ბარიერის მოსახსნელად. ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის. უკვე ვასრულებთ საპასუხო ზომების პირველ პაკეტს ფოლადზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ. ახლა ვემზადებით შემდგომი საპასუხო ზომებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი ბიზნესი, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ჩვენ, როგორც ევროპელები, ყოველთვის გავაძლიერებთ და დავიცავთ ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს და მუდამ მხარს დავუჭერთ ევროპას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული გზაც და პრობლემები მოლაპარაკებების გზით გადაჭრა დაგვიანებული არ არის.

„მაგრამ არსებობს ალტერნატიული გზა. არ არის გვიან, გადავჭრათ პრობლემები მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომისარი ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩი, მუდმივად მუშაობს თავის ამერიკელ კოლეგებთან. ვიმუშავებთ ბარიერების შემცირებაზე და არა გაზრდაზე. გადავიდეთ დაპირისპირებიდან მოლაპარაკებაზე“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ევროპელებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროპას აქვს ყველაფერი გამოწვევების გადასალახად.

„ბოლოს, ასევე მინდა პირდაპირ მივმართო ჩემს ევროპელ თანამოქალაქეებს. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებას გრძნობს ჩვენი უძველესი მოკავშირის მიერ. დიახ, უნდა მოვემზადოთ იმ გავლენისთვის, რომელიც ამას აუცილებლად მოჰყვება. ევროპას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქარიშხლის გადასალახად.

ჩვენ ერთად დავდგებით და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით. ჩვენი ერთიანობა ჩვენი ძალაა. ევროპას აქვს ყველაზე დიდი ერთიანი ბაზარი მსოფლიოში – 450 მილიონი მომხმარებელი – ეს არის ჩვენი უსაფრთხო ნავსაყუდელი მშფოთვარე დროში. მოვიწვევთ „სტრატეგიულ დიალოგებს“ ფოლადის, საავტომობილო და ფარმაცევტულ სექტორთან. ევროპა ერთად დგას ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაკებისთვის და ყველა ევროპელისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ ხიდების აგებას ყველასთან, ვინც ჩვენსავით ზრუნავს სამართლიან და წესებზე დაფუძნებულ ვაჭრობაზე, როგორც საერთო კეთილდღეობის საფუძველზე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved