• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილი და მისი რეჟიმი რომ ცუდია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ უნდა მოვიცილოთ, ეს უნდა გვითხრან დეტალურად“ – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
19:05 03-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,250

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:

– ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში არ უნდა ვეკამათოთ ბიძინა ივანიშვილს, არც არჩევნებში უნდა შევეჯიბროთ. ერთიანი წინააღდეგობით უნდა ჩამოვშალოთ რეჟიმი და კონსტიტუციით, ამ წინააღდეგობის უფლება გვაქვს.

-ბოლოს სახალხო აჯანყებამდე მივდივართ?

– სახალხო აჯანყება და რევოლუციები არ სჭირდება მაგას, რეჟიმი უნდა გავაჩეროთ.

-როგორ უნდა გავაჩეროთ?

– ბევრი მეთოდია. დაწყებული დიდი დემონსტრაციებით და მსვლელობებით და  დამთავრებული  გაფიცვებით და პიკეტირერებით. ასევე, მორალური, ფსიქოლოგიური, საინფორმაციო ზეწოლა, ბლოკირებები, გადაკეტვები, გაფიცვები… ბევრი საშუალებაა და ჩვენ ველოსიპედის, ახალი ტაქტიკის გამოგონება არ მოგვიწევს. ბიძინა ივანიშვილი არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი დიქტატორი. ბევრნი ყოფილან, ბევრნი მოუშორებია ხალხს და მათი მოშორების ბრძოლის დემოკრატიული, მშვიდობიანი მეთოდები არსებობს.  უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავიღალოთ, რადგან ეს არის  ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს უნდა იყოს ერის საერთო განწყობა. უნდა ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ ივანიშვილის რეჟიმი და არ უნდა დავუშვათ. ჰიტლერისა და მუსოლინის რეჟიმები გერმანელი და იტალიელი ხალხის  მხარდაჭერითა და ბევრის დუმილით დამყარდა. ახლა, თუ დავსხედით ტელევიზორთან და მარტო აღშფოთდით, მაშინ არაფერი გამოვა.

– ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე გკითხავთ,რომელსაც პოლიტიკოსების, არასამთავრობოების, აქციის ლიდერების გაერთიანება და ამით ერთგვარი პოლიტიკური ფრონტის შექმნა სურს რეჟიმთან საბრძოლველად. აგერ დღესაც, 31 მარტს, აქციის ორგანიზატორი, პრაქტიკულად, სალომეე ზურაბიშვილია. ეს გაერთიანება ჩაუდგება სათავეში საპროტესტო აქციებს და დაგეგმავს ბრძოლის გზებს, მეთოდიკას, საშუალებებს, ლიდერი კი თავად ზურაბიშვილი იქნება, ამაზე რას იტყვით?

– ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ხელს უწყობს ამ ტიპის დიალოგებს, მისასალმებელია. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი კოორდინაციის საკითხი წამოჭრა, გამოვიდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და რა კოორდინაცია, რას ლაპარაკობთ, ჩვენ ცალკე  ვებრძვით რეჟიმსო. ასეთი განცხადებები, ქმედებები ახარვეზებს ჯანსაღ პროცესს. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. პოლიტიკური ლიდერი, ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე განაცხადებს კოორდინირებული ქმედებების, რაღაც გაერთიანების შესახებ, მანამდე ეს გაერთიანების იდეა შეთანხმებული უნდა იყოს იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ისინი ამაზე  უკვე თანახმანი უნდა იყვნენ და ახლა არ უნდა ირკვეოდეს, ვინ თანახმაა და ვინ არა. პლატფორმა გამზადებული უნდა დაახვედროს. კი, კოორდინაცია აუცილებელია, მაგრამ ჯანმრთელი პროცესი უნდა იყოს და არა კამათი იმაზე, კოორდინაცია კარგია თუ ცუდი. ერთიც არ მომწონს. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ერთმანეთს დააკავშიროს საპროტესტო აქცია და პოლიტიკური პარტიები. კი, მათ გარკვეული გადაკვეთები აქვთ, მაგრამ ორი განსხვავებული თემაა. ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ, აქციის მონაწილეებს დაუახლოვდნენ. არადა, აქციის ორგანიზატორ ახალგაზრდებს მათი  ლიდერებად მიწვევა რომ სურდეთ, ამას  აქამდე გააკეთებენ. პოლიტიკოსებს აქციაზე დგომას არავინ უშლის, მაგრამ მათ ამ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, სხვა საქმე აქვთ გასაკეთებელი. უნდა დადონ კონკრეტული გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, როგორი მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს, როდის და საით მივმართოთ საპროტესტო მუხტი, სად არის ამ დროს უცხოეთის მხარდაჭერის ადგილი და ა.შ. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები აქციებზე მისვლის, მოვლენების შეფასებით, ექსპერტული დასკვნებისა და რეჟიმის ლანძღვის გარდა სხვას არაფერს აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი რომ ცუდია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ უნდა მოვიცილოთ, ეს უნდა გვითხრან დეტალურად.

თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved