• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრძოლა კანდიდატებისთვის გაერთიანებულ ოპოზიციაში – სკანდალური კულუარული ამბები

ალია ავტორი - ალია
21:37 05-29-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29


რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად იწევს პოლიტიკური ტემპერატურა. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და ორივე ბანაკში ისეთი დაძაბულობაა, შეიძლება, თოფი გავარდეს.


საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ კონსტიტუციას შეცვლიან და ქვეყანა ოქტომბრის არჩევნებს 120/30 სისტემით შეხვდება. ეს იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური სპექტრი გიორგი რურუას გამოშვებას ითხოვს და პარალელურად, ლამის მთელი საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებდნენ, ორშაბათს, ანუ 18 მაისს რურუას სასამართლოდან გამოუშვებენო, ჩვენ ჯიუტად ვამტკიცებდით, რომ ის ციხეში დარჩებოდა. ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა ზუსტად ისე, როგორც გამართლდა ის, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციიდან, თუმცა…

ოქრუაშვილის სურვილი გასაგებია, ის გორში იყრის კენჭს და თბილისზე პრეტენზია არ ექნება. უგულავას თბილისის ერთ-ერთ უბანში დაასახელებს კანდიდატურას, იმავეს აპირებს გიორგი ვაშაძეც. არც ვაშაძე და არც უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ არიან და იმის გათვალისწინებით, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს აუცილებლად სურთ მაჟორიტარად დავით ბაქრაძის დასახელება, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ ოპოზიციას და მათ შორის”ნაციონალურ მოძრაობას” ხუთი ადგილი რჩებათ დედაქალაქში. როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ “ნაციონალები” სხვაზე ნაკლებ ადგილს დასჯერდნენ?! ანუ, ნაციონალებს თბილისის რვა ოლქიდან საკუთრივ მინიმუმ სამი სურთ და დანარჩენ ოპოზიციას ორიღა რჩება. მაჟორიტარობაზე პრეტენზია აქვს ნინო ბურჯანაძესაც და ლეიბორისტებსაც სურთ, გიორგი გუგავა დააყენონ რომელიმე უბანში. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ იმავე ლეიბორისტებს მცხეთა-მთიანეთი ერგებათ შალვა ნათელაშვილისთვის, მაშინ, როცა იმავე მცხეთა-მთიანეთში „ლელოს“ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი სურს. ჰო, მაჟორიტარობას აპირებს ზურაბ ჯაფარიძეც და ადგილები საკმარისი აშკარად არაა.

„ოპოზიციის ლიდერთა ბოლო შეხვედრაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა. თავად განსაჯეთ, არის ერთი ოლქი, ერთი კანდიდატი, რომელსაც დანარჩენი ოპოზიცია უჭერს მხარს. ამომრჩეველი მიდის უბანზე, ხაზავს ამ ერთ კანდიდატს და შემდეგ ხაზავს პარტიულ ნომერს, ანუ უნდა გააკეთოს ორი სხვადასხვა ციფრის შემოხაზვა, რაც არაქართულენოვან უბნებში უდიდეს პრობლემას შექმნის. ამაზე ხმაური უკვე ატეხეს მარნეულში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ახმედ იმამყულიევმა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა აზერ სულეიმანოვმა. ისინი ერთ ხმაში ამტკიცებენ, რომ მოსახლეობა ვერ გაიგებს, რატომ უნდა შემოხაზოს სხვადასხვა ნომერი და ამის მიტანა ამომრჩევლამდე გაჭირდება. იგივე სიტუაციაა ახალქალაქში და ზოგადად, რეგიონებში ეს პრობლემა მწვავედ დგას.

ეს იმ პირობებში, როცა „ოცნებას“ კანდიდატიც 41 ნომრით ეყოლება და საარჩევნო სიაც 41 ნომრით იქნება. ამიტომ, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ოპოზიციამ ეს გაერთიანების გეგმა ჩააგდოს და ამის აუცილებლობაზე უკვე ღიად საუბრობენ“, – გვეუბნება ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.


შეხვედრაზე პირად საუბრებში ისიც ითქვა, რომ მაგალითად პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ პარტიას რეგიონებში რესურსი ნული აქვს და ზოგადადაც, მას დიდი ალბათობით რამდენიმე ასეული მხარდამჭერი ჰყავს. იგივე ითქმის ეროვნულ-დემოკრატებზე და კიდევ რამდენიმე პარტიაზე. ამ პარტიების ლიდერები მხარდაჭერის სანაცვლოდ ბარიერის დაძლევის გარანტიას ითხოვენ, რაც რთული გასაკეთებელი ინება და უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. თანაც, ოპოზიციური სპექტრი უკვე შეთანხმდა იმაზე, რომ ხელისუფლებასთან ერთად, სერიოზული ჭიდაობა „პატრიოტთა ალინსთანაც“ მოუწევთ. მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი ინფორმაციით, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში, პატრიოტები კანდიდატად ირმა ინაშვილს დააყენებენ და ვისაც საგარეჯოს არჩევნები ახსოვს, ადვილად მიხვდება, რომ ინაშვილთან ჭიდაობა ძალიან ძნელი იქნება. ჰო, ამ ოლქში ოპოზიციას მთავარ ფალავნად დავით უსუფაშვილი ჰყავდა შერჩეული, მაგრამ, როგორც გვითხრეს, უსუფაშვილს „ლელოსთან“ ერთად ადგილი სამეულში სურს და იმედი აქვს, რომ მიღებული ხმები პარლამენტში მოსახვედრად ეყოფა.


დიდი ოპოზიციური გაერთიანება დიდი ალბათობით რომ არ შედგება, ისიც მოწმობს, რომ რეგიონებში „ევროპული საქართველოს“ და ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დაპირისპირებულები არიან. მოგეხსენებათ, პარტიის გაყოფის შემდეგ, ევროპელებში სწორედ ყოფილი ნაციონალები არიან, მათ მოქმედები მოღალატეებს ეძახიან და როგორ გამოვა ერთად თანაცხოვრება, ძნელი სათქმელია. ამიტომ, ახლა ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება 120/30-ზე მისაღები კანონი ჩააგდოს, ძველი სისტემა დატოვოს და ასეთ შემთხვევაში, დასავლეთის იმედიც ექნება და ოლქებიც უფრო ადვილი გადასანაწილებელი გახდება. წეღან ინაშვილი ტყუილად არ გვიხსენებია. არ გამორიცხოთ, რომ ხელისუფლებამ სწორედ კახეთის აღნიშნულ ოლქში, ინაშვილი მარტო შეატოვოს დანარჩენ ოპოზიციას და ამით პატრიოტების გული მოიგოს. ეს თემა ჯერ ბეჭედდასმული არ არის, მაგრამ რამდენჯერმე რომ ახსენეს, ზუსტად ვიცით.

ანი დვალიშვილი

ალია №18

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved