• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსახლეობის გაფრთხილება არ იყო ჩემი პირდაპირი ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო – ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:01 03-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

,,ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ საქართველოც ომისთვის ემზადებოდა და გაჰყავდა მოსახლეობა. გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ მოსახლეობის გაყვანაზე გამოითქვა.

გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული განცხადებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას: „2008 წლის ნოემბერში პარლამენტში დროებითი კომისიის წინაშე თქვენ განაცხადეთ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. თქვენივე ახსნა-განმარტების თანახმად, 4 აგვისტო არის ორმხრივი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ის ყველაზე ადრინდელი დღე, როცა თქვენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და ვვარაუდობ, მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში „მასირებული შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან“. შემდეგ ამბობთ, 7 აგვისტოს, მე ჩემი ხელით დავწერე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრძანდებით. თქვენც კი, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, გცოდნოდათ, რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის, სად რა დარტყმებია, უკვე იცით, რომ არათუ დაძაბულობაა, არამედ სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული თავდასხმის შესახებ? 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, ხშირ შემთხვევაში, დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი – დახვრიტეს“.

ვაშაძე: „ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122 არტილერიით, რომელიც ყველა შეთანხმებით კატეგორიულად აკრძალული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან – მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა ამ უკვე დაწყებული ომის დიპლომატიურ ასპექტს. როდესაც დავხურავთ სხდომას, მოგცემთ ინგლისურად ორ დოკუმენტს და აგიხსნით, საიდან რა ვიცოდი.

რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო. საკითხი იყო, საჭიროების შემთხვევაში, მივხედავთო, მაგრამ მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა მაშინ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თეგები: გრიგოლ ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved