• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაზარალებულები” – ხარებას ზამთარში ზაფხულის ფეხსაცმელი გაუფუჭდა და მერიას კედლებიდან წარწერების წაშლაში 20 000 ლარი გადაუხდია

ალია ავტორი - ალია
00:00 03-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
911

ტვ პირველის ცნობით, ეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში “ხარება” ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება  დაკარგეს.

“შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი,  ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი,  მათარა, პორტატული პროჟექტორი” – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების  რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან  დაკარგა ან გაუფუჭდა.

“ხარება” დაზარალებულად ცნეს იმის გამო რომ მან წერილი კრიმინალურ პოლიციაში გააგზავნა და დაიჩივლა,  რომ აქციის მონაწილეებმა ფერადი საღებავებით დაუზიანეს  წყლის ჭავლის მანქანა, გაუბზარეს საქარე მინდა და დაეკარგა  კონკრეტული სპეცრაზმელებისთვის მიბარებული ნივთები.

რევაზ ღამბაშიძე, რომელსაც სპეცრაზმელები აღჭურვილობა აბარია,  ადასტურეს, რომ დაკარგული ნივთები  ერთ პატაკში ჩაწერეს,  ბუღალტერიას ფასები დაადგენინეს და კრიმინალურ პოლიციას გაუგზავნეს.  თემურ კუპატაძემ კი “ხარებას ბიჭების” დაკარგული ნივთების სია, სინდისის პატიმრების საქმეში ჩადო და მათ წინააღმდეგ იყენებს.

სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეში ვკითხულობთ, რომ სპეცრაზმელებს “დაეხათ უნიფორმებიც” – ზამთრის ჩაცმულობაც და ზაფხულისაც. საუბარია, 82 ქურთუკზე, 24 შარვალზე, ზაფხულის 127 ფეხსაცმელსა და ზამთრის 21 ფეხსაცმელზე. ასევე, დაზიანებულა ერთი ცალი შავი ყელიანი პულოვერი.

თუ სპეცრაზმელს ზაფხულის ფეხსაცმელი ნოემბერსა და დეკემბერში აქციების დარბევის დროს დაეხათ, რა შუაში არიან სინდისის პატიმრები და რატომ გაჩნდა ეს ზარალი რეჟიმის ტყვეების საქმეში? 

თუ შსს სპეცრაზმელებს აიძულებს სიცივეში, ზამთრის ცუდ ამინდში, საზაფხულო ფეხსაცმლით იარონ?

უცნობის საქმეში დევს თუ არა სამხარაულის დასკვნა, მაგალითად, ზაფხულის 127 ფეხსაცმელზე, რადგან, სიტყვიერ მტკიცებას ნივთის გაფუჭების შესახებ, არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.

უცნობია, საქმეში დევს თუ არა მტკიცებულება, რომ ნამდვილად სინდისის პატიმრებმა დაუზიანეს მათ ეს ნივთები.

პრინციპში, რომც იდოს, ორივე მტკიცებულება უსამართლო იქნება, რადგან სპეცრაზმელები არ იყენებდნენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამტკიცდება, რომ მაგალითად, საზაფხულო ფეხსაცმელი დაზიანებულია, ვერ დაამტკიცებენ, რომ ნამდვილად სპეცრაზმელის იყო, რადგან სპეცრაზმელთა ვინაობები კი არა და, მაიდენტიფიცირებელი ნიშნები თავად გააქრეს. 

სინდისის პატიმრების საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ სანქცირებულმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ შეადგინა. ამ შემთხვევაში, რეჟიმის პატიმრებს “შკოდას” ორი მანქანის დაზიანებას აბრალებენ. დაზარალებულად ცნეს თბილისის მერიის ურბანული განვითარების სააგენტო და თბილსერვისიც.  16 იანვარს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი, იოსებ მამადაშვილი წერს, რომ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში აქციების მონაწილეებმა დააზიანეს მერიის ბალანსზე არსებული ინვენტარი. 

რეჟიმის გამოძიებამ ზარალში ჩაწერა პარლამენტის შენობიდან საპროტესტო გზავნილების წაშლაც. საკანონმდებლო ორგანოს კედლების გასუფთავება თუ საქმის მასალებს დავეყრდნობით 20 ათასი ლარი დაჯდა.  თბილისის მერია ჩივის განადგურებულ ბუჩქებზე  და ბალახის საფარზე. 

ე.წ. დაზარალებულ უწყებებს შორის ლიდერი პარლამენტია. 2025 წლის 17 იანვარს გამოიკითხა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის  უფროსი. ისიც წერს, რომ აქციით მონაწილე მხრიდან დაზიანებულ ან განადგურებულ იქნა პარლამენტის ბალანსზე არსებული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.

შენობაში, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს, სპეცრაზმი იყო გამაგრებული, ამტკიცებენ, რომ კონდინციონერი და ფარდები დაზიანდა.

მაღაზია “ბოსიც” ამტკიცებს, რომ ვიტრინა აქციის მონაწილეებმა ჩაუმსხვრიეს – ის დაზარალებულად უკვე სცნეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved