• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის მთავარი მოთხოვნა – რა აღელვებს კრემლს და რა გამოაჩინა ტრამპის და პუტინის დისკუსიამ? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
17:03 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრისას მოითხოვა შეწყვეტილიყო ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშები 30 დღის განმავლობაში. რატომ? აშკარაა რომ სწორედ ეს მიმართულება გახდა კრემლისათვის ყველაზე დიდი პრობლემა. ბოლო ერთი წელიწადია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობბაზები უკრაინული იერიშების შედეგად რამდენჯერმე დაიბომბა. ამან კი ფრონტზე რუსულ მხარეს ლოჯისტიკის კრიზისიც შეუქმნა და მის ეკონომიკასაც დაარტყა. შესაბამისად, რაც ყველაზე მეტად აღელვებს კრემლს სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და ამის მისაღწევად “კეთილი ნების” ჟესტის მოშველიებაც სცადა – უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვებისაგან თავშეკავების მზაობასაც გამოთქვამს.
რეალისტურად, რამდენად დათანხმდება ამას უკრაინა ან რამდენად აასრულებს ამას პუტინი – საეჭვოა. პირიქით, პუტინმა, რომ გააძლიეროს უკრაინის ტერიტორიების (მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურის) დაბომბვა არც ეს უნდა გაგვიკვირდეს. ეს ერთგვარი ძალის დემონსტრირების სიგნალი იქნება მისი მხრიდან ვაშინგტონისაკენ და კიევისაკენ მიმართული შემდგომი დაყოლიებისათვის. ამ ფონზე უკრაინელთა მხრიდან ნავთობბაზებზე იერიშებიც არ იქნება უცნაური. ზოგადად გამორიცხული არაფერია, რადგან ნდობა უბრალოდ არ არსებობს. ახლანდელი აშშ-ს ადმინისტრაცია კი მყარი გარანტორი არ არის.
ყველაფერ ამას ემატება ერთი საინტერესო დეტალიც – პუტინსა და ტრამპს შორის დისკუსიის აღწერისას ითქვა რომ საუბარი “გულწრფელი” იყოო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხედულებები განსხვავებული აღმოჩნდა და მხარეების პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა. ამასთან, ნათელია ისიც რუსეთი ხისტ პოზიციაზე დგას და მაქსიმალურ დაწოლას ამჯობინებს. იკვეთება ის, რაც მოსალოდნელი იყო – პუტინი ითხოვს მაქსიმუმს, რათა მიიღოს მინიმუმი. მაგრამ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ პუტინმა უკრაინისაგან მობილიზაციის შეჩერება და იარაღის მიწოდების სრული შეწყვეტა მოითხოვა, კიდევ უფრო ცხადი ხდება რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ყოველ შემთხვევაში იმ პირობებით, რომლითაც უკრაინის შემდგომი დაპყრობა შეუძლებელი ან ძალიან რთული გახდება.
ახლა ბევრი რამ შემდგომ დღეებზე იქნება დამოკიდებული და ვაშინგტონის მხრიდან კიევთან მოლაპარაკებებზე, ისევე როგორც კრემლის სვლებზე.
რეალურად, ბოლო სამი წელია დამარცხებული-გამარჯვებულის (Zero-sum) კონტექსტში მიმდინარე კონფლიქტს ვადევნებთ თვალს უკრაინაში – ანუ ან ერთი დამარცხდება ან მეორე. აქ შუალედური შედეგის მიღწევა ამ ეტაპზე არარეალისტურია, მით უფრო რომ ნდობა და პოლიტიკური ნება უბრალოდ არ არსებობს. აბსოლუტური გამარჯვება ნაკლებად შესაძლებელი იქნება რუსეთის მხრიდან – კიევის აღება – მაგრამ დაპყრობითი ომის ლეგალურობასა და დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას რომ ცდილობს ამას კი ვხედავთ სწორედ.
პ.ს. ამ ფონზე განახლდა საბრძოლო მოქმედებები ისრაელსა და ღაზას შორის. აქაც, არც ნდობაა და მეტიც, აბსოლუტური დამარცხება-გამარჯვების მიღწევის სურვილს ვადევნებთ თვალს ორივე მხრიდან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved