• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორმა რამემ გადამარჩინა” – რა შეემთხვა ბექა კობახიძეს თსუ-ში?

ალია ავტორი - ალია
01:55 03-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,202

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:

2013 წელს დოქტორანტი ვიყავი. დავწერე ვრცელი წერილი, რომელშიც ვამხილე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლანი. ადრეული ქოციანობის წლები იყო, რბილი.
ჯერ პოლიციაში მიჩივლეს და მერე სწორედაც რომ “უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაზე” მოითხოვეს ჩემი უნივერსიტეტიდან გარიცხვა. ჩემი სადოქტორო დისერტაციის ჩაგდება შეუძლებელი იყო, ამიტომ ამ ფორმით გადაწყვიტეს ჩემი დასჯა.

რექტორი პაპავაც არ აპირებდა ამ საქმეში ჩარევას. უფრო მეტიც, წერილით მას რომ მივმართე ფაკულტეტი ასე იქცევათქო, ფაკულტეტს დააწერა საკითხი განსახილველად. როცა იძულებული გახდა შემხვედროდა ფაკულტეტის დეკანთან ერთად, ჩემი პოსტები მანახა ამობეჭდილი, ამას წერო შენო. ანუ, ღირსი ხარო რა…

გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ ორმა რამემ გადამარჩინა:

დასავლეთელი მეცნიერები ჩაერივნენ და პაპავას პირადად უთხრეს, რომ ამ უმსგავსებაზე ყველგან იტყოდნენ, ყველგან დაწერდნენ. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები შევიდნენ მასთან კაბინეტში და უთხრეს, რომ თუ გამრიცხავდნენ, ათასი სტუდენტი დაჯდებოდა უნივერსიტეტის კიბეებზე და მოითხოვდა რექტორის გადადგომას.

ამ ორმა ფაქტმა ისე შეაშინა პაპავა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, რისმაგ გორდეზიანს, როგორც ავტორიტეტს, დაავალა შუამდგომლობა და დისერტაციის დაცვაზეც პირადად მოვიდა.

აი ამ ორმა ფაქტორმა გადამარჩინა გარიცხვას. ახლა დასავლეთის ჩარევამ შეიძლება პირიქით დაამძიმოს ადამიანის განაჩენი, რადგან მას დიპსტეიტობას დააბრალებენ; თეატრალურის ასეულობით სტუდენტი დაჯდება თუ არა რექტორის კაბინეტთან პროტესტზე, ამას ვნახავთ.

ვინც ვერ ხვდება რას ნიშნავს ეს, რა დონის ავტორიტარიზმია უნივერსიტეტიდან პროტესტის გამო სტუდენტების გარიცხვა, შევახსენებ, რომ ამას ბრეჟნევის დროსაც არ აკეთებდა სსრკ. 1978 წლის პროტესტის მონაწილეები არ გაურიცხავთ უნივერსიტეტიდან.

ტოლობის ნიშანი პუტინის რუსეთთან გვაქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved