• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი წელია მანქანაში ვცხოვრობ” – 59 წლის მამაკაცის ისტორია

ალია ავტორი - ალია
23:08 05-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

59 წლის ოზურგეთელი მერაბ დარჩიას ისტორია გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.

მისი ფოტო და ტელეფონის ნომერი, ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მისი ტაქსის მომსახურებით ისარგებლონ.

მაშინ როცა მსოფლიო და საქართველო უხილავ მტერს, ახალ კორონავირუს ებრძოდა, ის ღამეს ნაქირავებ ავტომობილში ათევდა.

მისი საფიქრალი საზღვარგარეთ, უკეთესი მომავლის შესაქმნელად წასული შვილები და პალიატიურ საავადმყოფოში სიკვდილთან მებრძოლი დედა იყო…

ყველაფერი წლების წინ მაშინ დაიწყო, როცა მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდა დედასთან ერთად საკუთარ თავზე ითავა.

როცა მერაბის შვილებმა სკოლა დაამთავრეს და უმაღლესში ჩააბარეს, ოზურგეთში ერთადერთი სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ.

გაყიდული სახლის თანხა, თბილისში ბინის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ქირით დაიწყეს ცხოვრება. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ყოველთვის სხვის დახმარებაზე ფიქრობს.

„სანამ შვილები საქართველოში იყვნენ, თბილისში ქირით ვცხოვრობდით. უმაღლესის დამთავრების შემდეგ, სამსახური ვერ ნახეს და გოგონა იტალიაში, ბიჭი კი საფრანგეთში წავიდა.

ამ ეტაპზე ფინანსურად ვერ მეხმარებიან, ორივე საბუთს ელოდება, რომ ლეგალურად შეძლონ მუშაობა.

ერთი წელია რაც წავიდნენ, მას შემდეგ ქუჩაში ვარ. დედაჩემი პალიატიურ საავადმყოფოში ებრძოდა სიკვდილს, ერთი თვის წინ გარდაიცვალა, აღდგომა დღეს ოზურგეთში დავკრძალეთ…

მეუღლე არ მყავს, ექვსი თვის იყო ჩემი ბიჭი და წლინახევრის გოგონა, როცა მეუღლეს დავშორდი. ამ თემაზე საუბარი არ მინდა. მე და დედაჩემმა გავზარდეთ ბავშვები…

მას შემდეგ, რაც ბავშვები წავიდნენ საზღვარგარეთ, ვიქირავე ტაქსი, თან ვმუშაობ და თან ვცხოვრობ. სადაც მიღამდება იქ ვიძინებ.

ადრე დღეში 45 ლარს ვუხდიდი მეპატრონეს, პანდემიის პირობებში საერთოდ გავჩერდი. ახლა 25 ლარად ვიშოვე და ვიფიქრე ბინას ვიქირავებ-მეთქი, მაგრამ კორონამ ჩემი კი არა მთელი მსოფლიოს ცხოვრების გეგმები შეცვალა.

მანქანა საბოლოო შესყიდვით არის, მაგრამ სამი-ოთხი წელი ალბათ ვერ შევძლებ მისთვის ყოველდღიურად ქირის გადახდას.

მერე ალბათ ჩემს შვილებთან წავალ. ასეთი პირობების მიუხედავად, ვცდილობ ჰიგიენური ნორმები დავიცვა. კვირაში ერთხელ მივდივარ ნათესავთან, იქ ვბანაობ და ტანსაცმელს ვრეცხავ…

როგორია ცხოვრობდე საკუთარი ჭერის ნაცვლად ნაქირავებ მანქანაში? ადვილია-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ერთის მხრივ არ ვიცოდი თუ ამდენი გაჭირვებული იყო ამ ქვეყანაზე.

ამ წუთას, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარ და იმდენი რამ ხდება ყოველდღიურად, ძნელია ასე ორი სიტყვით გადმოვცე ადამიანური ისტორიები. ყველაფრის მიუხედავად, უფლის მადლობელი ვარ ამ განსაცდელისთვის, რომელიც მომივლინა.

ჩემი დღევანდელი მდგომარეობის გამო, არავის მიმართ მაქვს პრეტენზია საკუთარი თავის გარდა. საინტერესოა-მეთქი ასეთი ცხოვრება, რომ ვთქვა არც ეს იქნება მართალი, მაგრამ არის მასში რაღაც ისეთი, რომელიც ბევრ რამეზე გაფიქრებს.

დიდი სურვილი გამიჩნდა ადამიანებს დავეხმარო, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. ყველაზე რთული კი ის არის, რომ ერთი წელია მუხლი ნორმალურად ვერ გამიშლია.

არასდროს მიფიქრია და ვერასდროს წარმოვიდგენდი ცხოვრების ასეთ გაგრძელებაზე. ეგ კი არა ტაქსიზე, რომ დავჯდებოდი, მაგაზეც არასდროს მიფიქრია.

პროფესიით გეოლოგი და ბუღალტერი ვარ, კვების მრეწველობის დარგშიც მიმუშავია. ბევრ ადგილას გამოვცადე საკუთარი შესაძლებლობები, მათ შორის ვიყავი ოზურგეთში საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი, ენერგო სფეროში.

მქონდა საკუთარი ბიზნესიც. არასოდეს მქონია ბევრი, მაგრამ რაც მქონდა მყოფნიდა შვილების გასაზრდელად.

ერთი თვის წინ ცუდად გავხდი, მეგობარმა სახეზე შემატყო, რომ არ ვიყავი კარგად. გამოიძახეს სასწრაფო, წამიყვანეს თოდუას კლინიკაში, საღამოს სიცხემ მომცა.

იქიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებმა ამიღეს ანალიზი და კორონავირუსი არ დამიდასტურდა. როცა კლინიკიდან მწერდნენ, მითხრეს ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა იყოო.

ავუხსენი, რომ წასასვლელი არსად მქონდა და ავტომობილში თვითიზოლაციას ვერ დავიცავდი. ამის გამო გამიშვეს ორთაჭალაში, ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში, სადაც ორკვირიან კარანტინში ვიყავი.

ძალიან კარგად მექცეოდნენ. სწორედ იქ მოვყევი ჩემი ისტორია და მისმა ადმინისტრატორმა ჩემი ფოტო და ტელეფონის ნომერი გაავრცელა…

ერთი წელია რაც ტაქსიში ვცხოვრობ. ქუჩაშიც გამითენებია ღამე, აეროპორტშიც, მაგრამ ყველაზე მეტად შვილები და ხუთი შვილიშვილი მენატრება”

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved