• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამალაძის 80 წლის დედა პრეზიდენტის სასახლესთან შიმშილობას იწყებს! – სასოწარკვეთილი დედის წერილი

ალია ავტორი - ალია
19:13 05-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ლევან მამალაძის 80 წლის დედა ვერიკო პაიჭაძე პრეზიდენტის სასახლესთან შიმშილობის დაწყებას აპირებს!

ამის შესახებ ლევან მამალაძის დედამ  “მარშალპრესთან” ისაუბრა.

80 წლის ვერიკო პაიჭაძის განცხადებით, მან  შეხვედრის თხოვნით უკვე მიმართა სალომე ზურაბიშვილს და იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გულგრილობას არ გამოიჩენს!

როგორც ცნობილია პრეზიდენტს ლევან მამალაძის შეწყალების თხოვნით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ჯგუფმა პეტიციით მიმართა, თუმცა პრეზიდენტის პასუხი ამ დრომდე უცნობია.

ვერიკო პაიჭაძემ  საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  ვრცელი წერილით მიმართა. აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს:
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili სალომე ზურაბიშვილი Salome Zourabichvili

ქალბატონო სალომე !

მოგმართავ 80 წლის ქალი, 4 შვილის დედა, 11 შვილიშვილის და 9 შვილთაშვილის გამზრდელი ბებია, გთხოვთ ყურადღებას და დახმარებას. ეს სათხოვარი ეხება ჩემს შვილს ლევან მამალაძეს.

ლევანი არ იზიარებდა სააკაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებსა და გეგმებს, მათი დაპირისპირება პოლიტიკური პაექრობა იყი. ამის გამო ჩვენი ოჯახი იყო პირველი რომელმაც გაიარა საკაშვილის პირსისხლიანი რეპრესიები.

2003 წლიდან, ლევანი იძულებული გახდა თავი დაეღწია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და გაცლოდა საქართველოს. სიტყვით აუღწერელი ძალადობის პირობებში, ჩვენი ოჯახი ფიზუიკური განადგურების წინაშე აღმოჩნდა. დიდი სირთულეების ფასად მოვახერხეთ ლევანის მეუღლის სამი მცირეწლოვანი ბავშვით სამშობლოდან გახიზვნა, და ამით გატაცებასა და შანტაჟს გადაურჩნენ. ჩვენ ყოველდღიური ჩხრეკებისა და შეურაცყოფის რჟიმში აღმოვჩნდით. მე გულის წასვლამდე მისული დაკითხვებზე დავყავდით, ბინაში შეიარაღებულ სპეცნაზსს ჟურნალისტები მოყვებოდნენ, რომ ტელევიზიით გადაეცათ, თუ როგორ გვისწორდებოდა სააკაშვილის რეჟიმი, რასაც ყველასთვის სამაგალითოდ აჩვენებდნენ. არაადმიანურ მობყრობას და დაკითხვებს შეეწირა ჩემი ძმის სიცოცხლე, ზონდერების ზეწოლისგან ინსულტით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, რეჟიმის ძალადობას ემსხვერპლა ჩემი სიძე და მამიდაშვილი. მიჭირს ყველაფრის გახსენება ემოციის გარეშე. თუკი რაიმე რეპრესიის მექანიზმი გააჩნდათ ჩვენ ყველაფერი გამოვცადეთ. უფლის მადლიერი ვარ რომ ლევანმა გაასწრო სააკაშვილის ანგარიშსწორებას, თორემ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. მასზე მოგონილი ჭორები მხოლოდ იმისთვის გაავრცელეს, რომ საზოგადოება დაეჯერებინათ და ლევანის უკანონო დევნა დაეწყოთ!

ლევან მამალაძე დედასთან ერთად

17 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრს ვეცადეთ, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის გავლენა იმდენად ძლიაერი აღმოჩნდა, რომ კანონით სარგებლობის უფლება არ მოგვეცა, არათუ სამართლიანობის აღდგენას, უბრალო რეაგირებასაც ვერ მივაღწიეთ.

საქართველოს პრეზიდენტად თქვენმა არჩევამ იმედი ჩაგვისახა. თქვენმა ოჯახმა კარგად იცის თუ რა არის რეპრესიები და სამშობლოდან დევნა. ის რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა არფრით განსხვავდება ამისგან და დარწმუნებული ვარ გაგიადვილდებათ ჩვენი სატკივარის გაგება.

ჩვენ არ მიგვიმართავს სენატორებისთვის და არ გვყავს მხარდამჭერი ევროპარლამენტარები, ჩვენ მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ლევანის შეწყალების პეტიციას დღენახევარში 4000 კაცმა მოაწერა ხელი. თქვენმა მხარადმჭერებმა პეტიციით იმიტომ მოგმართეს, რომ ჩვეული ფორმით მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თვენი შეწყალება იქნება ძალადობრივი რეჟიმის დასასრულის აქტი!

ამდენი დრო გავიდა და ვერ მივაღწიე სამართალს, ვერ დავაბრუნე ჩემი შვილი და ოჯახი სამშობლოში. ბევრს ვფიქრობ და ვერ ვპოულობ მიზეზს თუ რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი გადაწყვეტილების მიღებაში.

მოგმართავთ როგორც პრეზიდენტს, როგორც ქალს და დედას შემხვდეთ და მოისმინოთ ჩემი სათხოვარი.

იანვრიდან დღემდე ველოდებით რეაგირებას. მე როგორც სასოწარკვეთილებამდე მისული დედა მზად ვარ უკიდურეს ზომემზე წავიდე, იმედია რომ გამიგებთ და გულთან ახლოს მიიტანთ ჩემს სატკივარს !”

პატივისცემით – ვერიკო პაიჭაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved