• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”

ალია ავტორი - ალია
15:29 02-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech სფეროებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. 

TechXplore 2025-ის მნიშვნელოვანი ფოკუსი ESG მიმართულება იყო. გუნდების ნაწილმა საკუთარი იდეები სწორედ გარემოს დაცვასთან, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში განავითარა. 

ოთხ დღიანი ღონისძიების ბოლო დღეს მონაწილეებმა თავიანთი პროექტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft,  Nvidia და სხვა) 15,000 ლარის ღირებულების აქციები გადაეცათ. აქედან პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თიბისი ტექისმიმართულებამ გადასცა პრიზები, ხოლო ESG მიმართულებამ ESG-ს რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებული დააჯილდოვა. 

• I ადგილი – KMsure | ჭკვიანი ავტოდაზღვევა, სრულად ციფრული გადაწყვეტა, სადაც მგზავრობის მონაცემები უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინზე ინახება  
• II ადგილი – ScanPay | მომხმარებლებისათვის თანხის გაყოფის  და პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გადახდის შესაძლებლობა. 
• ESG მიმართულების რჩეული – Effortless Minds |გუნდმა შექმნა ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ხარჯების კონტროლში და მდგრადი არჩევანის გაკეთებაში ეკომეგობრული შეძენების წახალისებით. 
• ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი AI IA | გუნდმა შექმნა ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია.  

TechXplore 2025-ში 150-მდე ახალი თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და აქტიურად იყვნენ ჩართული Agile ქოუჩები,  მენტორები და სფეროს წამყვანი ტექლიდები. 

ღონისძიების პარტნიორი იყო Design Institute, რომელმაც მონაწილეებისთვის დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფი ჩაატარა, რათა მათ უკეთ გაეანალიზებინათ მომხმარებლის საჭიროებები და შეექმნათ ღირებულებაზე ორიენტირებული იდეები. 

მენტორინგ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კომპანია „Space International”-ის ტექლიდები, რომლებმაც ასევე ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები გადასცეს. 

TechXplore 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თიბისის მოწინავე როლი ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში. 

პროექტი „TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ, თიბისი IT აკადემიასთან პარტნიორობით, 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი საქართველოდან, მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. 

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved