• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილს აქვს ნათქვამი, პირადად მომიხდა ბოდიშის მოხდა პუტინისთვისო” – ირაკლი ალასანია

ალია ავტორი - ალია
16:56 02-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
718

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის ჩაშლა მხოლოდ ადგილობრივი ჩანაფიქრი არ იყო. ის რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ როდესაც სისტემების შესყიდვაზე საუბარი დაიწყო, რუსეთის წარმომადგენლებმა ამაზე განცხადებები გააკეთეს, რატომ სურს ალასანიას საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც თავად არ ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას პუტინისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწია.

„თუ არ ვცდები, „რესპუბლიკელებთან“ შეხვედრაზე ან საერთო შეხვედრაზე ივანიშვილს აქვს ნათქვამი, რომ ისეთ დღეში ჩამაყენა ალასანიამ ამ თავისი გადაწყვეტილებით, პირადად მომიხდა ბოდიშის მოხდა პუტინისთვისო. აქ ცხადია, ეს არ იყო მხოლოდ ივანიშვილის თავში მოხარშული თემა, ეს იყო პირდაპირ რუსეთიდან წამოსული მუქარა, შეიძლება, ასეც ითქვას, რომ ამ საქმეს არ უნდა მოჰყოლოდა შედეგი, იმიტომ, რომ ეს იყო მათთვის მიუღებელი. ძალიან მძიმეა, როდესაც შენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობ, ზრუნავ და სხვა ქვეყნის – იმ ქვეყნის, რომელმაც შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელყო – აზრს იზიარებ და შენს თავდაცვის მინისტრს უქმნი პრობლემას და შენს თავდაცვისუნარიანობას. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალიან მოწყვლადი იყო ეს ხელისუფლება რუსეთის გავლენაზე.

რატომ მიიღო იმ მომენტში ეს გადაწყვეტილება, რამ განაპირობა, მუქარა იყო თუ არა – ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. ერთი რამ მთავარია ვიცი, რომ საქართველომ, ჩვენმა თავდაცვისუნარიანობამ და უსაფრთხოებამ დაკარგა ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, საჰაერო თავდაცვა და დღეს, ჩემი აზრით, ესაა უპატიებელი შეცდომა, სახელმწიფოებრივი დანაშაული“, – აცხადებს ალასანია.

„მე არ ვიყავი ამ შეხვედრაზე, მაგრამ გადმომცეს“, – დასძინა მან.

ღარიბაშვილი, ივანიშვილი, ალასანია და “კაბელების საქმე” – რას ჰყვება თავდაცვის ყოფილი მინისტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved