• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილი, ივანიშვილი, ალასანია და “კაბელების საქმე” – რას ჰყვება თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ალია ავტორი - ალია
16:31 02-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ ამბის დეტალებს რადიო თავისუფლებასთან იხსენებს.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის მერე, პრაქტიკულად, უსიტყვო ემბარგო იყო, რომ საქართველოსთვის მიეყიდათ დასავლეთის ქვეყნებს ლეტალური იარაღი, თავდაცვის იარაღიც. ამის გარღვევას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და გეტყვით, ადამიანური ურთიერთობებიც რამდენ რამეს წყვეტს თანამედროვე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში:

მე მქონდა შეხვედრა NATO-ს მინისტრების ერთ-ერთ შეხვედრაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, ლა დრიანთან, ძალიან ღირსეული და სერიოზული კაცია. მაშინ მან ამიხსნა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აუცილებელი იყო და უნდოდა, რომ ევროპული ძალები წასულიყვნენ სამშვიდობო მისიით, მაგრამ ვერ კრებდა ევროპელებს და მთხოვა, ხომ არ განიხილავდა საქართველო მასში მონაწილეობას. ეს იყო 2013 წელი.

ბუნებრივია, მე საქართველოს ჯარის გაშვებას საერთაშორისო მისიებში ასე მარტივად არ ვუყურებდი. ვიცი ეს რა პასუხისმგებლობაა და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა განგვეხილა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს შევათანხმე მთავრობასთან, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან. მაგრამ საქართველოს აქედან რაღაც უნდა მიეღო.

მან მკითხა, რა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროსო. საქართველოს აკლია ბევრი რამ თავდაცვისუნარიანობის, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა საჰაერო თავდაცვა, რომ საქართველოს ცა იყოს დაცული. მათ, ფრანგებს, ამერიკელების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვა აქვთ. არის ასეთი ასტერ-30, სისტემა, რომლითაც თავად ფრანგები პარიზს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იცავენ. დაფიქრდა და მითხრა, რომ შეათანხმებდა იმდროინდელ პრეზიდენტთან. ოლანდი იყო მაშინ.

გავიდა გარკვეული დრო, დამირეკა და მთხოვა ისევ შევხვედროდი. ამ შეხვედრაზე თქვა, რომ ამის შესაძლებლობა იყო; რომ ამასთან დაკავშირებით პირველი ევროპული სახელმწიფოსგან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა და თუკი ჩვენც თანახმა ვიქნებოდით, რომ მონაწილეობა მიგვეღო, შეიძლებოდა ეს გარიგება შემდგარიყო.

ბუნებრივია, ეს შეთანხმებული იყო ყველა ჩვენს შესაბამის სტრუქტურასთან, პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთანაც. ამას დასჭირდა დაახლოებით ერთი წელი. აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, ფრანგები იმაზეც წამომყვნენ, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და ჩვენ გადახდა დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ე.ი. 2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული.

თუ გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც მე ვესწრებოდი და იქ საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმდა. შემდეგ ჩაინიშნა დღე, როდესაც უნდა ჩავსულიყავი, შევხვედროდი ამ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და გაგვეფორმებინა შეთანხმება.

და ზუსტად წინა დღით, თუ არ ვცდები, იყო ნოემბერი 2014 წლის, მაქვს ზარი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან, რომელიც მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელის მოწერისგან.

პირველი, ჯერ ერთი, ეს ჩვენი იმიჯისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, რომ ყველასთან შეთანხმებულ შეთანხმებაზე უარი მეთქვა მე თვითონ, ვინც ვითხოვდი ამ შეიარაღებას. მეორე, ისიც ვუთხარი, რომ ყველასთან შეთანხმებულია და ვინ დარჩა გადაწყვეტილების მიმღები, ვინც შენ გთხოვს, რომ მე არ მოვაწერო ხელი. ამიტომ, უარი ვუთხარი. პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ, ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი. ზუსტად არ მახსოვს, ღარიბაშვილისთვის ნაკითხი მქონდა, შეათანხმა თუ არა [ივანიშვილთან], მაგრამ ვხელმძღვანელობდი ლეგალურად მიღებული გადაწყვეტილებებით.

მეორე დღის 5 თუ 6 საათზე, ვიდრე იქ, პარიზში გათენდებოდა, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ეს 5 აბსოლუტურად უდანაშაულო თანამშრომელი, რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო და მე ხელი არ მომეწერა.

მე რომ ხელი არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი, ამ ბიჭების ღალატიც, ჩვენი ღირსებიც ღალატიც, თავდაცვისუნარიანობისთვის ამხელა შესაძლებლობის შეძენის ღალატიც და ამიტომ, მაინც მოვაწერე ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად, მე უნდა წავსულიყავი მთავრობიდან“, – თქვა ალასანიამ.

მისი თქმით, ხელმოწერილი მემორანდუმი დღესაც ძალაშია, რაც საფრანგეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

„2021 წლისთვის ეს სისტემა საქართველოში იქნებოდა გამართული და ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცული და ამას ებმის ეკონომიკაც. როდესაც იციან, რომ ქვეყანა დაცულია, ქვეყანას პატივს სცემენ, ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ამაზე ბევრი რამეა მიბმული. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც დაიჭირეს 5 უდანაშაულო ადამიანი“, – ამბობს ალასანია.

ირაკლი ალასანიას თქმით, იცოდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეში ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო ჩართული და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა არ იცოდა ის, რომ მას შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ. ალასანია ასევე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ივანიშვილს მისი დაჭერაც უნდოდა.

„კაბელების საქმეზე” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

საიას ცნობით, „ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.

საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved