• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტზე თავდასხმის ახალი დეტალები – რატომ “ვერ პოულობს” შსს კამერების ჩანაწერებს

ალია ავტორი - ალია
17:56 02-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

სამოქალაქო აქტივისტი დავით ფუთურიძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, საცხოვრებელ სახლთან, ხვიჩიას ქუჩაზე, სამი უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა, პოლიციას ჩვენებას აძლევს.

როგორც ფუთურიძე ამბობს, რადგან მას კანონიერად ვერ მოედავნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი პირის ამოცნობა შეუძლია და სწორედ ამიტომ, ითხოვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ.

მისივე თქმით, ქუჩა, სადაც თავდასხმა მოხდა, საკმაოდ ხალხმრავალია და ის დარწმუნებულია, რომ კამერები თავდასხმის ფაქტს აუცილებლად ასახავდა.

რაც შეეხება თავდასხმის მოტივს- ფუთურძე ვარაუდობს, რომ ეს მისი და მისი მეგობრების აქტიურობამ გამოიწვია.

მოტივი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იყო. პირველი ჩხრეკის და მოტაცების ამბავი რაც იყო, რადგან ვერ მოგვედავნენ კანონის მხრიდან, გადაწყვიტეს ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილიყო. მესიჯი იყო მარტივი, უთქმელად, მაგრამ გადმოგვცეს, რომ “გაჩუმდით“. რადგან არ გავჩუმდი, დამხვდნენ სახლთან. ყველაფერს მივაწვდი, სად მოხდა, როგორ მოხდა, ხალხმრავალი ქუჩაა, ბევრი ობიექტია, რომელსაც აქვს კამერები, დარწმუნებული ვარ, მოწმეებიც ბევრნი იქნებიან. ყველაფერს ვითხოვთ, იდენტიფიცირება შესაძლებელია“, – განაცხადა ფუთურიძემ.

მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია ერთ-ერთი პირის ამოცნობა, ასევე ვითხოვთ, ვიდეოკამერების  ჩანაწერებს, რომელიც როგორც წესი, ქრება ხოლმე და პოლიცია, რატომღაც, ვერასდროს ახორციელებს ამოღებას“, – განაცხადა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი დავით ფუთურიძეს, ორი დღის წინ, საცხოვრებელ სახლთან, ხვიჩიას ქუჩაზე, სამი უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

დაზიანებები სამოქალაქო აქტივისტს თავისა და სახის არეში აღენიშნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved