• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ოცნების “ტიტუშკებმა” ოჯახის სარჩო გადამიწვეს” – რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლი, აქტივისტი, დენის პაქსაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:44 09-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,906
ქართული ოცნების რეპრესიები სამოქალაქო აქტივისტს, დენის პაქსაშვილსაც არაერთხელ შეეხო. რუსული კანონის მიღების პროცედურები ხმაურიანი და ხალხმრავალი აქციების ფონზე მიმდინარეობს. რეპრესიებისთვის განკუთვნილ კანონს ასობით ათასი ახალგაზრდა ქუჩაში აპროტესტებს, მათ შორის არის დენის პაქსაშვილიც. მას მისი რაიონიდან – ლაგოდეხიდან მომიტინგეები თბილისში, პარლამენტის წინ ჩამოყავს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად უჭერს მხარს პროდასავლურ ძალებს.
არახალია, რომ ქართული ოცნება განსხვავებული აზრის, პატრიოტ ადამიანებს დევნის, სცემს და აპატიმრებს. თუმცა, მმართველმა პარტიამ დენის პაქსაშვილის სამაგლითო დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან რაიონში ასობით თანამოაზრე იპოვა და საპროტესტო აქციებში ჩართო.
მასზე რუსული რეჟიმის ქართულმა ხელისუფლებამ შური განსაკუთრებული სისასტიკით იძია და მცირე ბიზნესი (მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა) გაუნადგურა – ე.წ. ტიტუშკებს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რომ პაქსაშვილის ქონება ცეცხლის ალში გაეხვიათ.
გარდა ამისა, აქტივისტ პაქსაშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.
ამ და სხვა დეტალებზე “ალიას” დენის პაქსაშვილს ესაუბრა და თქვა:
“ამა წლის ზაფხულში სახლთან დამხვდნენ და თავის არეში ჩამარტყეს. დაყვირება მოვასწარი, რათა მეზობლები მომშველებოდნენ. მოვითხოვე პოლიციის მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი გამოიძიეს.
პოლიციის პასუხი იყო, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყვნენ დაკავებულები და რაც დავიმსახურე, ის მივიღე.
დიდი ზეწოლის ქვეშ არის ჩემი ოჯახიც. ეს უკვე დევნა არაა, ტერორია, რუსული ტერორი. ქვეყანაში გამყარდა რუსული რეჟიმი, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვეწინააღმდეგებოდი. ამიტომ მინდოდა წინა ხელისუფლების კურსის გაგრძელება და საქართველოს ხილვა ევროპულ ოჯახში.
აღარც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ხელმძღვანელმა დაუფარავად მითხრა, რომ დაკავებული პოზიციიდან უნდა წავსულიყავი ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო. მოგეხსენებათ, მემანქანედ ვმუშაობდი სატრანსპორტო სამსახურში. არც ეს მაკმარეს და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ჩემს მიერ ნაყიდი მეორადი ავტომობილები დამიწვეს და გამიცამტვერეს.
ეს ჩემი ოჯახის ერთადერთი სარჩო უნდა ყოფილიყო. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სიტყვა “დასავლეთი” ხალხში შიშს იწვევდეს და ამიტომაც სამაგლითოდ ვიდევნებით.
მყავს მეუღლე და შვილები, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ პირობებში არ ვიცი. დიდი რისკის ქვეშ არის ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაც. მიჭირს თქმა, რა უნდა ვქნათ, ან როგორ.
უმძიმეს პირობებში ვართ ყველა, ვინც დასავლურ ღირებულებებს ვიზიარებთ და საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ ალიანსში ვხედავთ.
მე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ვერ გავემიჯნები და რუსულ ორბიტაზე ვერ “ვიქადაგებ”. ჩემგან მოღალატე არ გამოვა. ამ იდეას ერთგულად ვემსახურები წინა ხელისუფლების დროიდან დღემდე და სწორედ ვიმყოფები უკიდურესი ტერორის ქვეშ.” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved