• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ალია ავტორი - ალია
11:29 02-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

“ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved