• რეკლამა
  • კონტაქტი
00:35, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰეროინი ირანიდან ფოთში” – კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ – სახდეპი

ალია ავტორი - ალია
14:34 02-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
527

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვისთვის და კვლავ აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების გლობალური ტრანსპორტირებისთვის.

“2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალურმა ნარკოკარტელებმა საქართველოში ახალი მარშრუტები ჩამოაყალიბეს, რომელთა საშუალებითაც ოპიოდებისა და სინთეზური ნარკოტიკების ტრანსპორტირება ხდება თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ პროცესებმა რეგიონში ნარკოტრაფიკის დინამიკა შეცვალა და საქართველო კვლავ კრიტიკულ საკვანძო წერტილად აქცია.

აშშ განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2023 წლის ივლისში შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას.

2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. მაისში აშშ-ის მხარდაჭერით, იდენტიფიცირდა ირანიდან ფოთის პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერი, სადაც 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.

2023 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიღებულ იქნა ახალი ნარკოპოლიტიკის სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებასა და მიწოდების კონტროლს. ასევე, შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც ნარკოტიკების ახალი ტენდენციების მონიტორინგს ემსახურება,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved