• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ლილუაშვილის ნათესავი – მოადგილე, რომელიც ჩუბინიძის ადგილს დაიკავებს?

ალია ავტორი - ალია
20:43 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
653

12 000 ლარიანი ავტოფარეხი, 10 000 დოლარიანი იპოთეკური სესხი და 2 535,69 ლარიანი სახელფასო ანგარიში – ეს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, პრემიერ-მინისტრობისთვის „გახაზირებული“ გრიგოლ ლილუაშვილის  მოადგილის,  გიგა ნიკოლეიშვილის ქონებაა. 

არადა, ამ „უსახური“ და „გასუსული“ ქონების პატრონი კულუარებში ოფიციალურად დეკლარირებულ ქონებაზე მეტი გავლენების მფლობელია.

ის თვით ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის  „ხელდასხმული“ კადრია. მეტიც, მალე მან  შესაძლოა, მთელი „ქართული ოცნების“ სამთავრობო უსაფრთხოებაზე ზრუნვა გადაიბაროს – თვით სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძისგან.

კიდევ უფრო მეტიც,  „ღარიბმა“ ნიკოლეიშვილმა კარიერა  სწორედ უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ თანამშრომლად დაიწყო, ავიდა სუსის უფროსის მოადგილეობამდე და საკადრო კარუსელის შემდეგ – საიდანაც დაიწყო, სწორედ იმ სამსახურს ჩაიბარებს სამართავად.

ნიკოლეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან  კორუფციასთან იყო ასოცირებული და პოლიტიკოსთა საფუძვლიანი  ეჭვებით, სახელმწიფო ქონების დატაცებით იყო დაკავებული, არ  ფლობს ავტომანქანას, ანაბრებს, ძვირადღირებულ ნივთებს, აქციებს  ან კომპანიებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირად საკუთრებაში  არც საცხოვრებელი სახლი აქვს.

თუმცა მისი მეუღლე ლუბა კორძაძე, რომელიც  ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლის ადმინისტრაციული ხელმძღვანელია, თბილისში, იყალთოს გორაზე ფლობს – 130 კვ.მ ბინას, რომელიც 2000 წელს 12 ათას დოლარად შეუძენია.

ლილუაშვილის მოადგილის მეუღლის საკუთრებაშია ამავე მისამართზე, 2 ათას დოლარად შეძენილი 78,83 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი და 22,52 კვ.მ ავტოფარეხი,  რომელიც ასევე 2 ათას დოლარად შეუძენია 2000 წელს. სწორედ ამ მისამართზე უკვე თავად ნიკოლეიშვილს შეუძენია მეორე – 17,4 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი 2019 წელს, უკვე 12 ათას ლარად.

ავტომანქანა  სუსის მაღალჩინოსანს პირად საკუთრებაში არ აქვს.  ალბათ არც სჭირდება და სახელმწიფოს „შავი ჯიპი“ ემსახურება.

სამაგიეროდ, მის დეკლარაციაში  ავტომანქანა ფიქსირდება მისი  მეუღლის საკუთრებაში – 2018 წელს, 7 ათას დოლარად  შეძენილი, Toyota RAV4.

ძალიან ღარიბად და „გასუსულად“ გამოიყურებიან სუსის პირველი თუ არა მეორე კაცის საბანკო ანგარიშებიც:

დეკლარაციის შევსების მომენტში მისი მეუღლე „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 233 ლარს ფლობდა, ამავე ბანკის ანგარიშზე უფიქსირდებოდა ნიკოლეიშვილსაც მხოლოდ  2  535,69 ლარი.

იპოთეკური სესხის სახით 2013 წელს ნიკოლეიშვილს 10 ათასი  დოლარი აუღია „თიბისი ბანკიდან“ 10 წლის ვადით და პროცენტის  გადასახადი ყოველთვიურად 1 800 დოლარს შეადგენს.

 სწორედ აქ სრულდება ნიკოლაიშვილისა და მისი მეუღლის ქონება, შემოსავალიც და გასავალიც.  დეკლარაციაში სხვა რაიმე სახის ქონების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

როგორც ინფორმირებული პირები ამბობენ,  გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, გიგა ნიკოლეიშვილს ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებს აქტიურად.

„2020NEWS“ უკვე წერდა ნიკოლეიშვილის პერსონის შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა გრიგოლ  ლილუაშვილმა იგი ჯერ დედაქალაქის მერიაში, დავით ნარმანიას მერობის დროს,  ვიცე-პრემიერის პოსტზე განწესების  შემდეგ მიიყვანა და დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის მართვა ჩააბარა, შემდეგ კი მერის მოადგილის პორტფელიც ანდეს. უფრო მოგვიანებით კი, ლილუაშვილმა ნიკოლეიშვოილი სუსში მოადგილედ წააიყოლა. მანამდე ნიკოლეიშვილმა, ანუ  დედაქალაქის მერად კახა  კალაძის არჩევის შემდეგ, მერიიდან გომელაურის უწყებაში  გადაინაცვლა და შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გახადა გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს.

ახლა ლილუაშვილსა და მამაცაშვილს ალბათ, არ გაუჭირდებათ ამ პერსონის კიდევ უფრო დაწინაურება.

როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, კულუარული ინფორმაციით, თუ გრიგოლ ლილუაშვილი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე შეცვლის, რაც უკვე დაგეგმილია   და წარმოებაში ჩასაშვებად გამზადებული პროექტია „შუშის სასახლეში“, სუსის უფროსი სახელმწიფო დაცვის სამასახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე გახდება. ჩუბინიძის პოსტსა და მთელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე სწორედ სუსის „ღარიბი“ მაღალჩინოსანი ნიკოლეიშვილი იზრუნებს.

“2020NEWS“-მა „ოცნების“ ამომავალი ვარსკვლავის ბიოგრაფიასაც გადახედა. ვიდრე ნიკოლეიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნებოდა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამ დროს მინისტრი, არც მეტი და არც ნაკლები,  თავად პრემიერი გიორგი გახარია იყო.

კვირის პალიტრა - მამისთვის ნაჩუქარი ...

სამთავრობო კარუსელი აუცილებლად დატრიალდება. ლილუაშვილი პრემიერი გახდება, ჩუბინიძე სუსის უფროსი, ნიკოლეიშვილი სამთავრობო დაცვას ჩაიბარებს, გახარია კი ან წავა და ან – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას ჩაუდგება სათავეში, პანდემიასთან ბრძოლის დროს ამომრჩევლის გულის მოგების სანაცვლოდ და პარტიაც ასე დაუფასებს ღვაწლს,  რაზეც “2020NEWS“ უკვე წერდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved