• რეკლამა
  • კონტაქტი
10:14, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:17 01-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
544

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით.
ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც!
ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას!
აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი.

საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან.
დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს.
გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება!

მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!

აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს… უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც! წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ!

ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!
ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“.  როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved