საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი ქვეყანაზი ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.
ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები