• რეკლამა
  • კონტაქტი
18:24, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქციაზე დაშავებულებს ეხმარებოდა” – რას წერს ბექა თვაური სანდრო მეტრეველზე

ალია ავტორი - ალია
21:22 12-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

ფსიქოლოგიის ბაკალავრი, საერთაშორისო ურთიერთობების მე-2 კურსის სტუდენტი, ბექა თვაური:

არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი პოსტის დაწერა მომიწევდა, განსაკუთრებით იმ ადამიანზე, რომლის შესახებაც ახლა ვწერ.
დაკავებულია სანდრო მეტრეველი, ჩემი მეგობარი, ძმა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომელიც საკუთარ როლსა და ფუნქციას სრულად აცნობიერებს ქართულ საზოგადოებაში. ექიმი ბიჭი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჰუმანიზმი. ამ სახელმწიფოსთვის საშიშ ადამიანთან სია, რომ შედგეს იგი ვერც ერთი ჯადოსნური მანქანებით ვერ მოხვდება ამ სიაში.
ვისაც სანდროსთან რაიმე გადაკვეთა ქონია, ყველა დამეთანხმება, რომ იგი უწყინარი, პატიოსანი, ღირსეული და მამაცი ბიჭია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. დიდი არა მერკანტილური, არამედ სულიერი და სიღრმისეული თვალსაზრისით.
„წიგნების თარო“, „უპასუხე საქართველოს“ – ერთად ვმონაწილეობდით, ერთად ვიცინოდით, ერთად ვიმარჯვებდით და ერთად ვმარცხდებოდით. დიდი ხანია, რაც მას ვიცნობ, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, ცხოვრებამ არა ერთ სიტუაციაში გამოგვცადა და არ ვიცი როგორ, მაგრამ ყოველთვის იცოდა რომელი გზა იყო მართებული და ყოველთვის მას ირჩევდა, იმის მიუხედავად თუ რამდენად რთული იქნებოდა ეს.
მისი თავისუფლებისადმი სიყვარულს ვერც 4 კედელი, ვერც ცემა და ვერც იმ ფურცელზე მისი ხელმოწერა ვერ შეკვეცავს, რადგან მისი ცნობიერება და გული დაცლილია ყველაფერ იმისგან, რაც გიშლის ადამიანს რომ გიყვარდეს რაიმე ან ვინმე წრფელად, მართლად და ნამდვილად.
ცხოვრებაში პირველად მიჭირს წერა, დანარჩენს რომ გამოხვალ მერე გეტყვი.
მიყვარხარ, ძმაო.
პ.ს. აქციაზე დაშავებულებს ეხმარებოდა, არავისთვის და არაფრისთვის არ მიუყენებია ზიანი, ბრუნდებოდა აქციიდან, რა დროსაც გაჩხრიკეს, ამოუღეს აირწინაღი, ფიზიოლოგიური ხსნარი, კისრის ფიქსატორი და გააქანეს იზოლატორში. ადვოკატის ინფორმაციით, მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ველოდებით სასამართლო პროცესს, ხვალ.
May be an image of 5 people, beard, television and newsroom

“გუშინ დაიჭირეს და გალახეს ჩემი მეგობარი, ექიმი სანდრო მეტრეველი” – ლუკა ქირია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved