• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნა დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
22:11 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

2024 წლის 28 ნოემბრიდან – 4 დეკემბრამდე საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს, ვინც შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება. აღნიშნული საკითხის განვრცობა წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას, რომელიც პარალელურად, მუდმივად, ღიად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს,  შეეწინააღმდეგონ ამ კატასტროფულ პრაქტიკას და  ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით აცხადებდეს.

CDC-ის ინსტრუქციებში (*) ხაზგასმით წერია, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია სხვადასხვა ენდო და ეგზოგენურ ფაქტორებზე.ქვეყანაში უამრავი ქრონიკული დაავადების მატარებელი პირია, მკვეთრადაა გაზრდილი ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი, მათ შორის ახალგაზრდა პოპულაციაში.

ჩვენი, ექიმების საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზია აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი და მასიური გამოყენება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აღნიშნულ ფონს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ,აუცილებლად მიგვაჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოახსენოს საზოგადოებას და, პირველ რიგში,მედიცინის მუშაკებს, რა ქიმიური აგენტები იქნაგამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ეს საშუალებას მოგვცემს, სპეციფიკური მკურნალობის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განვახორციელოთ აღნიშნული ნივთიერებებით დაზიანებული ადამიანების დახმარება, არა მხოლოდმწვავე ფაზაში, არამედ ვიცოდეთ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ ნივთიერებებს ჯანმრთელობისათვის შორეულ პერიოდში, რათა შევძლოთ მდგომარეობის მართვა ჩვენი მოსახლეობის სასარგებლოდ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე,  სრულიად სამედიცინო საზოგადოება მოვითხოვთ:

1. სასწრაფოდ შეასრულოს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება და გაასაჯაროოს რა ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული აღნიშნულ პერიოდში. ეს ინფორმაცია პირველ რიგში ესაჭიროება ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მან შეიმუშაოს ინსტრუქცია დაზარალებულთა სწორი მკურნალობისთვის (ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ დააყენა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს საკითხი შსს-ს მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისთანავე!)

2. ექიმების მთავარი და უპირველესი სამოქმედო არეალია “არ ავნო”! ამიტომ, ჩვენი  მოთხოვნაა,დაუყოვნებლივ შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved