• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვინდა, რომ რუსთაველის თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს – პაატა ციკოლია

ალია ავტორი - ალია
15:42 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

რეჟისორ პაატა ციკოლიას ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში შესაძლოა, დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ციკოლიამ თქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესაუბრნენ რუსთავლის თეატრის რეჟისორს, დავით საყვარელიძეს. ახლა ისინი თანხმობის მიღებას ელიან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, რობერტ სტურუასგან.

“ჩვენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, გადავწყვიტეთ, რომ მოვსულიყავით რუსთაველის თეატრთან. იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრი არის ეროვნული თეატრი და ეს არის ეროვნული საკითხი. დღეს ვთხოვეთ რუსთაველის თეატრს – დავით საყვარელიძესთან, რეჟისორთან გვქონდა საუბარი -, ვთხოვეთ მას, რომ შევიდეთ, შევთანხმდეთ და დაგვითმოს რუსთაველის თეატრი ეროვნულ ყრილობას. ოღონდ ხვალისთვის. ახლა უსაფრთხო არ არის აქ ყოფნა. აგერ უზარმაზარი პროტესტია, შეიძლება ისევ დაარბიონ. ვერ დავპატიჟებთ ახლა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, ან კიდევ სხვა სფეროს წარმომადგენლებს – ექიმებს, პედაგოგებს, იურისტებს … ყველას.

გვინდა, რომ 5 დეკემბერს, 4 საათისთვის, რუსთაველის ეროვნულ თეატრში დიდი ეროვნული ყრილობა შედგეს. დავილაპარაკოთ ამაზე, ყველაფერზე და რაღაცა თანხმობა მივიღოთ. იმიტომ, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება თანხმობა. არ გვინდა უთანხმოება. თანხმობა მოიტანს მშვიდობას და დავიცავთ ჩვენს ახალგაზრდებს იმ ხიფათისგან, იდეალებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, რომ რისკავენ ჯანმრთელობას, რომ რისკავენ თავისუფლებას და ჯვარი სწერია სულ ყველას – სიცოცხლეს რისკავენ.

ჰოდა, საკმარისია. ქართულმა საზოგადოებამ რამენაირად უნდა მოახერხოს, რომ რაღაცნაირად კონსოლიდირდეს და იმედი მაქვს, რომ ეს ეროვნული ყრილობა – რაკი, შემთხვევით, ლაპარაკში ასე დავარქვით –  ნამდვილად უნდა შედგეს და შედგება კიდეც. უბრალოდ, ველოდებით – დავით საყვარელიძე შევიდა, რომ რობერტ სტურუასგან აიღოს ნებართვა. სამხატვრო ხელმძღვანელია რობერტ სტურუა და ასე, 300 კაცი რომ შევიდეთ მისი ნებართვის გარეშე, არ შეიძლება. ველოდებით, რომ ნებართვას მივიღებთ, შევალთ, დავილაპარაკებთ და ხვალინდელ ეროვნულ ყრილობაზე შევთანხმდებით”, – ამბობს პაატა ციკოლია.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რეჟისორები და მსახიობები აქტიურად მონაწილეობენ პროევროპულ საპროტესტო აქციებში. დღეს არაერთმა მსახიობმა გაფიცვის შესახებ განაცხადა. ისინი გამოდიან თეატრებიდან და უერთდებიან მოქალაქეების პროტესტს ქუჩაში.

რობერტ სტურუას პასუხია – არა:

სტურუა თვლის, რომ თეატრი ერის ტაძარია და ქუჩაში ერი არ დგას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved