• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ნეიტრალური ადამიანი ახლა ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს უსამართლობა არავის შეეხოს” – რას ჰყვება ადამიანი, რომელიც აქციაზე რამდენიმე წუთით იყო მისული

ალია ავტორი - ალია
14:53 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

ავთანდილ ტიტუნიძე, ტვ პირველთან თავის ისტორიას ჰყვება:

მე ბოლოჯერ დავიჯერე სამართლიანობის, პოლიციას არ შევწინააღმდეგებივარ, გავყევი ჩვეულებრივ, ვიდეოშიც ჩანს. როდესაც გავცდით პარლამენტს და კამერებს, შემომცხეს ცხვირში. მომდიოდა სისხლი, არ გადავყავდი კლინიკაში. 2 დღე ვიყავი ხან პოლიციაში, ხან იზოლატორში, ვყვიროდი უკვე, რომ ექიმი მჭირდებოდა. დამცინოდნენ, რა გაყვირებსო… მანქანაში ვიჯექი საათებით, სასაცილო რაღაცეები ეწერათ ბრალდებაში, ხელს არ ვუწერდი, ეს ცუდად მყოფი ადამიანი მანქანაში ამომხუთეს… ძალიან ბევრი უსამართლო მოხდა და უსამართლობამ უფრო მატკინა გული, ვიდრე იმან, რაც მჭირს, ეს მართლა 1 პროცენტია ჩემთვის. 

შეშინებას ცდილობდნენ, თუ გართობა უნდოდა და მაგიტომ მცემდა, არ ვიცი. რაღაც “მარშუტკაში” ჩაგვყარეს და იმ ამბავს აღარ გავაჟღერებ, მგონი, ყველამ იცის, სისხლდენისას, “ნასკი” რომ მომაწოდეს… 19 ადამიანი ვიყავით “მარშუტკაში”, ერთი ბიჭი ძალიან შემეცოდა, წინ იჯდა და კარის ყველა გაღებაზე ურტყამდნენ, სახე ამოულეწეს, გააღებდა ერთი კარს, ამ ბიჭს შემოარტყამდა, გააღებდა მეორე – ისიც. სიტყვებიც როგორი ჰქონდათ… ეს იყო პატარა ადამიანების საქციელი. შეშინება არ გამოუვიდათ და თავის თავის ჭიას თუ იხარებდნენ, არ ვიცი. 

იზოლატორი არის დასანახად, აი, არის კარგი სიტუაცია, თავზე ხელს გადაგისვამენ და ჯიგარი ტიპები არიან, მე მომატყუეს დარეკვასთან დაკავშირებით, მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებიდან არა და იზოლატორიდან დამარეკინებდნენ, მივედი იზოლატორში და მითხრეს, რომ აქ კი არა, იქედან უნდა დამერეკა. ვუთხარი, რომ სანამ არ გავარკვევდი რატომ მატყუებენ და რომელი, არც სურათს გადავიღებდი და არც ხელს მოვუწერდი, რადგან ვერ ვხვდები ჩემი უფლება რა არის. როდესაც ეს გაიგონეს, ატყდა დიდი ამბავი. 

ძალიან დიდი რიგი იყო იზოლატორში, იზოლატორში შესვლაზეც კი ახლობლობა იყო, ხალხო, დარეკეს, ეს ანთია პირველი უნდა შეუშვაო პოლიციელებმა დაცხეს ერთმანეთს რას ქვია პირველი, 4 დღეა აქ ვდგევარ, არ გამომიცვლიაო, ერთმანეთს ლანძღავდნენ, ის რატომ არ მუშაობს სწრაფად და… ერთი პოლიციელი შემეცოდა, შვილის დაბადების დღე ჰქონდა, ცუდად იყო თან… უნდოდათ მალე შევეყვანე და დაიწყეს ჩემი დაშინება. ტანსაცმელი გამახდევინეს, “ჩაიკუზე”, ადექი… ვუყურებდი გულგრილად… მემუქრებოდნენ იმით, რომ 2 დღე დამაგდებდნენ ბორკილებით და ტუალეტშიც ვერ გავიდოდი… შემიშვეს ბოლოს ურეგისტრაციოდ, რაში ჭირდებოდათ ეს ამბავი, თუ შეეძლოთ შევეშვი ისე, არ ვიცი. 

გულწრფელად, ნაწყენი ვარ, მივედი ადამიანი იმისთვის, რომ შემეხედა… ტელევიზორს ვერ ვაქცევ ყურადღებას, იმდენი საქმე მაქვს, მცირე ბიზნესი მაქვს ჩემი და სულ მუშაობაში ვარ, როგორ გავსწორდე წელში, ვერ ვაქცევდი ამის გამო ყურადღებას, მივედი სანახავად, როგორი სიტუაცია იყო, ვფიქრობდი, სანამ ლილოში წავალ, მივალ, ვნახავ, ვინ იტყუება, ვინ ძალადობს, ვისი პროვოკაციაა. ამას შევეწირე უსამართლოდ. 

ეს ნეიტრალური ადამიანი ჩამაყენეს იმ მდგომარეობაში, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ეს უსამართლობა აღარავის შეეხოს, მოწყობილ ქვეყანაში ვიცხოვრო. აი, მაგის სადარაჯოზე ჩამაყენეს და ახლა ბიზნესმა უკან გადაიწია და ჯერ მინდა ჩემს სამშობლოს მივხედო. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved