• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფასად!” – თედო ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
22:08 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,527

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, დიპლომატი თედო ჯაფარიძე:

“სრულად ვუჭერ მხარს მოქმედი დიპლომატებისა და საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას, რომლითაც ისინი ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

ხელისმომწერთაგან ბევრი ჩემი უმცროსი კოლეგა თუ სტუდენტი იყო, ვისთან ერთადაც, სამი ათწლეულის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, უამრავი სირთულითა და დიდი ძალისხმევის ფასად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ურთულესსგზაზე წინ მივიწევდით დიდი პატივით მინდა გავიხსენო დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატთა პირველი თაობა.

ხელისუფლების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ჩემდა სამწუხაროდ, ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ევროპისაკენ, რასაც დიპლომატების რამდენიმე თაობამ პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, მინისტრებთან, სხვა საჯარო მოხელეებთან და, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ათწლეულების შრომისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია.

ეს ჩემთვის ახლა განსაკუთრებით მძიმე სანახავია.

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ დიპლომატებს და იმედი გამოვთქვა, რომ განცხადებას მალე შეუერთდებიან ისინიც, ვინც ახლა ყოყმანობს.

მეგობრებო, სწორედ ახლაა დრო, თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროთ! არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფასად!” ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved