• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სემეკი აქტიურად მუშაობს როგორც მომხმარებლებისთვის სერვისების გამარტივების, ისე მათი უფლებების დაცვაზე” – გიორგი დიდებაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:38 11-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სემეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.  იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი აცხადებს, რომ სემეკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მომხმარებელს კომუნალური მომსახურების სერვისებზე წვდომა გაუმარტივოს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ციფრული და სატელეფონო სერვისები.

„სემეკი მუდმივად მუშაობს, რომ მომხმარებლისთვის მომსახურებები გამარტივდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. უკანასკნელ პერიოდში ამ კუთხით ჩვენ სხვადასხვა საქმიანობა განვახორციელეთ, მათ შორის, შემოვიღეთ *303#, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით მოკლე დროში აწვდის მომხმარებელს კომუნალურების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას.  გამარტივებული მომსახურება ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ დამატებით, იუსტიციის სახლშიც შეიძლება ბევრი სერვისის მიღება, მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება ელექტროენერგეტიკის სექტორში, ასევე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლად დარეგისტრირება და დავალიანებების გადამოწმება. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დარიცხვის გადამოწმებაც იუსტიციის სახლში. ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მრიცხველების შემოწმება, შეწყვეტილი კომუნალური მომსახურების აღდგენა, აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და ასე შემდეგ. ამასთან, მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით სემეკმა შემოიღო ელექტრონული ჟურნალი. ყველა განაცხადი, რაც კი შედის კომპანიებში, რეალურ დროში ისახება ელექტრონულ ჟურნალში და კომისია ხედავს ამ ყველაფერს, რაც საშულებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ რამდენად ხარისხიანად ხდება მომხმარებლის მომსახურება“.- აცხადებს გიორგი დიდებაშვილი.

გიორგი დიდებაშვილი ასევე ამბობს, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჩივრების დროული და ობიექტური განხილვა. მისივე თქმით, გასულ წელს განხილვების ფონზე მომხმარებლებს 3.5 მლნ ლარზე მეტი ზედმეტად დარიცხული თანხები ჩამოეწერათ, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში ჩამოწერილი თანხების მაჩვენებელმა 1,5 მლნ ლარს გადააჭარბა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved