• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა – საია

ალია ავტორი - ალია
15:46 10-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.

ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი მთავარი დარღვევებია:

პროცედურების დაუცველობა
საია-ში საუბრობენ მარკირების წესების დაუცველობაზე.

“ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო. ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

პროცედურულ დარღვევებს შორის, საია-ს ასახელებს დამკვირვებლებისვის ხელის შეშლის პრაქტიკას.

“საია-მ აღრიცხა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის, ასევე, უბნიდან გაძევების ფაქტები. დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება
საია საუბრობს ვიდეოკამერებზე, რომლებიც საარჩევნო უბნების ნაწილში მმართველმა პარტიამ დაამონტაჟა. ამას ადასტურებდნენ საუბნო კომისიის წევრები “ქართული ოცნებიდან”. ორგანიზაციამ აღწერა შემთხვევები, როცა ეს კამერები უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. გარდა ამისა, საია ყურადღებას ამახვილებს ბიულეტენებზე, რომლებზეც მარკერიც მონიშნული კვალი მეორე მხარეს გადადიოდა.

“ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღრიცხეს ფარულობის დარღვევის შემთხვევებიც, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად.

“დღის მანძილზე ასევე გამოვლინდა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. უბნის დახურვის შემდგომ დაფიქსირდა ბიულეტენის ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასა და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved