• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძლიერი საქართველოს” 3 მთავარი მიზანი” – “ამომრჩევლებისგან ძირითადად ორ წუხილს ვისმენ”– მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
18:19 10-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
390

ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამბობს, რომ ამომრჩევლისგან ძირითადად ორი სახის წუხილს ისმენს და ერთ–ერთია ცრუ დაპირებები.

მამუკა ხაზარაძემ ის პირველი სამი ნაბიჯი ჩამოთვალა, რასაც პირველ რიგში გადადგამს “ძლიერი საქართველო” და თქვა, რომ ვალდებულებას იღებს არა მხოლოდ იმაზე, რა უნდა შესრულდეს, არამედ იმაზეც, რა ვადაში უნდა შესრულდეს.

მამუკა ხაზარაძე:

მეგობრებო, კვირის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ახალ პარლამენტს და ახალ მთავრობას აირჩევს.

რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი უარი უთხრას ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს.

ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ მთავრობას, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს.

უარი ვუთხრათ ისეთ მომავალს, რომელშიც უამრავი ქართველი იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა.

ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს შანსი მხარი დავუჭიროთ სწორ იდეებს – ევროპას, სამუშაო ადგილების შექმნას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს, პერსპექტივას ახალგაზრდებისთვის და რეალურ, კოალიციურ დემოკრატიას.

გადამწყვეტი არჩევანის მოახლოებასთან ერთად, ამომრჩევლებისგან ძირითადად ორ წუხილს ვისმენ.

პირველ რიგში, ბევრ ამომრჩეველს აღარ უნდა პოლიტიკოსების დაპირებების მოსმენა. ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელმა დაპირებებმა, როგორიცაა უფასო ფული, 100 ქარხანა, მრავალი სხვა, საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა რწმენა, რომ მთავრობა ხალხისთვის რამეს გააკეთებს.

ვერ გეტყვით, რომ საზოგადოების ნდობისთვის მიყენებულ 12 წლიან ზიანს, დაუყოვნებლივ გამოვასწორებთ, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს კოალიციას, ძლიერ საქართველოს, ნომერ 9-ს.

ამ არჩევნებზე ჩვენ ვისახავთ 3 მთავარ მიზანს:

პირველი, ეს არის რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლება დაუყოვნებლივ და ევროპული გზის გაგრძელება.

მეორე, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა!

მესამე, 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მეგა-პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა დიდი პროექტები.

დღეს, თქვენს წინაშე, მინდა ავიღო ვალდებულება არამხოლოდ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, არამედ იმაზეც, როდის შევასრულებთ ამ დაპირებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ “ძლიერი საქართველოს” ლიდერობით შექმნილი მთავრობა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პირველ სამ კვირაში, სამი პრიორიტეტის შესასრულებლად.

პირველ რიგში, ევროკავშირში ინტეგრაცია: პირველ სამ კვირაში ჩვენი ხელისუფლება გააუქმებს რუსულ კანონს და დაიწყებს ევროკომისიის მოთხოვნების 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

მეორე, პენსიები: პირველ სამ კვირაში, ჩვენი კოალიციური შეთანხმების ფარგლებში, მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც გზას გაგვიხსნის 1000 ლარიანი პენსიისკენ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ გავზარდოთ პენსია, მათ შორის კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადების გაზრდით.

და მესამე, დასაქმება: პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს.

აქვე მინდა გითხრათ, ჩვენი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. რაც ნიშნავს იმას რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ანაკლის პორტის, ანაკლია სიტის და სხვა მეგა-პროექტების დაწყებით, საქართველოში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ანაკლიის პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება, არამედ ქვეყნის ძირითადი დოვლათის და სამუშაო ადგილების შემქმნელი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი.

თავში ვთქვი, რომ მოქალაქეებს ორი ძირითადი წუხილი აქვს და მეორე რასაც ამომრჩევლებისგან ვისმენ ევროპულ პერსპექტივას ეხება.

ჩემთვის სრულიად გასაგებია რატომ არიან მოქალაქეები შეშფოთებული. შეხედეთ ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებს.

ევროკავშირის 13 ქვეყანა ღიად და ოფიციალურად გვეუბნება, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს.

ეს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის – ამიტომ ჩვენ, ხალხმა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება.

ასე რომ, თუ გსურთ ევროპული მომავალი მეტი სამუშაო ადგილებით, უკეთესი ხელფასებით, მაღალი პენსიით, ნაკლები კორუფციით და ადამიანის დაცული უფლებებით – მაშინ ყველა ეს შესაძლებლობა თქვენს ხელთაა და 26 ოქტომბერს, შაბათს ეს რეალობად უნდა ვაქციოთ.

შაბათს ჩვენ გაქვთ ხელისუფლების შეცვლის შანსი.  ჩემი დიდი სურვილია, რომ ძლიერი საქართველო – ნომერი 9 იყოს თქვენი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს, პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას!

ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებზე წახვალთ და ხმას მისცემთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, მეორე დღეს იქნებით იმედგაცრუებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით.

ასე რომ,  შაბათს თამამად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავამტკიცოთ რომ საქართველოს სული ევროპულია და ჩვენი მომავალი ევროპაშია.

26 ოქტომბერს ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი, თქვენი, თქვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის მომავალი!

ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო!

(R)

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved