• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სპეცოპერაცია… 20 ივნისის საქმე… “ოცნების” სტილი… ჩანერგილების ლუსტრაცია… ჯანსაღ გონებაში არ ეტევა” – რას პასუხობს ხაზარაძე გახარიას

ალია ავტორი - ალია
18:02 09-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას ბრიფინგს პასუხობს და ამბობს:

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ინიციატივისთვის. ეს იყო სწორი ინიციატივა იმისთვის, რომ შეკრებილიყო ე.წ. შუა, დაგვემარცხებინა “ქართული ოცნება”, ეს სამარცხვინო ხელისუფლება მმართველობისგან. ამ ინიციატივას მე გამოვეხმაურე, გადავდე ყოველგვარი პირადი ამბავი და იმავე წამს გამოვეხმაურე ინიციატივას და შევთავაზე ამ პროცესში მონაწილეობა როგორც ერთ-ერთი მხარე. ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო პირისპირ შეხვედრა, გავცვალეთ აზრები და ჩამოვაყალიბეთ მოქმედების გეგმა, პუნქტები, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას და იმ პრინციპებზე დაყრდნობილ ხელშეკრულებას, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანდა ძალიან ძლიერ ალტერნატივას.

ზუსტად 9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, გუშინ წინ ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, დროის სიმცირის და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დრო დასაკარგი არ არის. არჩევნებამდე დარჩენილია 35 დღე და შესაბამისად, ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ, რომ აგვეღო ბაზად ნომერი 9, შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული. მეორე და მესამე ამბავი დაწყებული კენჭისყრით და ა.შ.. 

შესაბამისად, ჩვენ გუშინ წინ გამოვედით და დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს, გუშინ, ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა ქალბატონ პრეზიდენტთან და ცოტახანში გაგვეცნო საზოგადოებისთვის, ვინ იქნებოდა პირველი ოცეული და ა.შ.. ამ განწყობით მივედი მე გუშინ შეხვედრაზე და შესაბამისად, ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ბატონი ცუცქირიძის დილის ინტერვიუ, რომელიც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული და აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება, მაშინ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოხატვის უფლება აქვთ.

აქვე მინდა განვმარტო, რომ ჩემი კოალიციურ პარტნიორები, ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ალეკო ელისაშვილი პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და ამის მერე გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის საჭირო ქვეყნისთვის და შესაბამისად, ამ მანდატით ვსაუბრობდი მე ამ მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, რაიმე ინტერვიუ, რომელიც გუშინ იქნა მოყვანილი ამ ხელშეკრულების ჩაშლად, არასერიოზულია.

დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი კოალიცია და გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, რადგან მოგეხსნებათ ყველას, რომ 30 დღის განმავლობაში შეუძლებელია, რაიმე კამპანიის, ნომრის, სიის და ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ა.შ.. მე არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სტილია “ქართული ოცნების”, რომ მიაწებონ ადამიანს რაღაც უხეში ეპითეტები. ამას არ ვუპასუხებ, დღეს ამის დრო არ არის.

იმ 9 პუნქტში იყო პრინციპული საკითხი, მათ შორის, 20 ივნისის და ანაკლიის საკითხი, ისევე როგორც წერილის საკითხი. ჩვენი ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინდულგენციას აძლევს. ეს არის საჯარო საკითხები, რომელიც იმ პუნქტში წერია, რომ უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში. პარტიების შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რაიმე საქმე, რომელიც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს, უნდა იქნას გადაფურცლული. ეს იყო იმ პუნქტში, ამას იგი თავიდან დაეთანხმა. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ანაკლია უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით და არა ჩინური ინვესტიციით. ასევე იყო შეთავაზებული ის საკითხი, რომ მე მას შევთავაზე, რომ რატომღაც ჩვენ კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ სჯობს, რომ ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. თუმცა, მერე მივხვდი, რომ მან ეს შეიძლება ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა ჩემი ან მისი სიაში არ ჩაწერა. შესაბამისად, მან შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, ეს პუნქტი შევცვალოთ და გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ მას სურვილი აქვს იყოს სიაში, იყოს სიაში, მეც რა თქმა უნდა, მასთან ერთად.

იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა და არ შეუქმნის “ოცნებას” მთავრობას და შექმნის თავად მთავრობას. ეს გაერთიანება იძლეოდა იმის სინერგიას და კიდევ ვიმეორებ, ამ სინერგიას ჩვენ შევქმნით აწი, რომ შევქმნათ მთავრობა, რომელიც დააკომპლექტებს თვითონ მთავრობას. დანარჩენი არის უკვე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გადასაწყვეტი საკითხები. ეს ბოდიში და სპეკულაცია, რომ თითქოს, “ქართულ ოცნებას” ვიღაც არ უკრავს, მაგრამ აქეთ ვიღაცისკენ იყურება, ეს ესე არ არის. 

მე გუშინ ვუთხარი ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ არ დაკარგულიყო არცერთი ხმა და ყველა ის ადამიანი, რომელსაც უნდა ძალიან ძლიერი საქართველო, შესრულებულიყო. სამწუხაროდ, მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომ არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. ამის მეტ განმარტებას არ გავაკეთებ, ყველა მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმის, რასაც ვაშენებდით.

ჩვენ ამით ყველაფერი ვთქვით. აქ ვართ. დღესაც მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება და ვგრძნობ, რომ ეს არ მოხდება, გუშინ ცუცქირიძე იყო პრობლემა, დღეს შეიძლება სხვა რაღაც პლატფორმა იყოს პრობლემა, რომელიც არ ვიცით რა არის, ზეგ შეიძლება იყოს ახალი რამ და ამხელა უზარმაზარი საქმე, ამხელა კოალიცია დარჩეს არჩევნების მიღმა ტექნიკურად და სამართლებრივად. ამიტომ, ჩვენ ხვალ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული ხელისუფლება გასტუმრებული იყოს საქართველოდან. ერთ-ერთი პირველი, როდესაც პარლამენტში შემოვალთ, შემოვიტანოთ ლუსტრაციის კანონი იმისათვის, რომ ჩანერგილი ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში არ ჰქონდეთ პოლიტიკის კეთების საშუალება და უამრავი სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააყენებს გამარჯვების გზაზე.”

3 პირობა გახარიასგან – “მეორე მხარის მიზანი არ იყო შეთანხმების მიღწევა… სიხარბე, შავი პიარი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved