• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე-12 კლასის ისტორიის მასალის რედაქტორი, რუსული კანონის ხელმომწერი, გიორგი სოსიაშვილია – გიორგი ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:47 09-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,372

ისტორიის მკვლევარი და მასწავლებელი, გიორგი ჯავახიშვილი:

მსურს, როგორც ისტორიის მასწავლებელმა და მკვლევარმა ყურადღება მივაქციო იმ გამოწვევებიდან ერთ-ერთს, რომელიც დგას ჩვენი სკოლების და შესაბამისად საზოგადოების წინაშე.
მოგეხსენებათ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შეაჩერა სკოლის ზედა საფეხურის მესამე წლის, ანუ მე-12 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი საზოგადოებისა და, რაც მთავარია, პედაგოგებისთვის ბუნდოვანი მიზეზების გამო. მკაფიო განაცხადი ამის შესახებ არ გაკეთებულა.
იცით რომ ისტორიასთან ორგვარი შეხება მაქვს – სკოლაში ვასწავლი, როგორც საგანს და ვცდილობ ვიკვლიო სხვადასხვა პრიზმიდან, მათ შორის მეხსიერების პოლიტიკის გადმოსახედიდან. ისტორია ეროვნული ნარატივის შექმნის მექანიზმია – ბევრისთვის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო ერთადერთი წიგნია, რომელსაც ისტორიაზე წაიკითხავს ცხოვრებაში, ამიტომ ისტორიის სახელმძღვანელოები, მით უფრო უახლესი ისტორიის, გადაჯაჭვულია ჩვენს ყოველდღიურობასთან, იდენტობასთან, შფოთებთან და მომავალთან – შესაბამისად ხშირად პოლიტიზირებულია.
საქმე იმაშია, რომ სასკოლო ისტორია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით ორ ნაწილად – მსოფლიო და საქართველოს ისტორიად გაიყო, რაც თავისთავად არაერთი პრობლემის გამომწვევი გამოდგა სკოლაში (პრობლემურია როგორც წიგნების, ისე სასწავლო პროცესის მხრივ, თუმცა ახლა ამაზე ვრცლად არ ვაპირებ).
ახლა კი, როცა მე-12 კლასის სახელმძღვანელოები ვერ დაიწერა, დღის წესრიგში დადგა შეკითხვა – რით ვასწავლით მსოფლიო ისტორიასა და საქართველოს ისტორიას დამამთავრებელ კლასში, როგორ ემზადებიან მოსწავლეები ეროვნული გამოცდის დასაძლევად ამ საგანში/საგნებში? გვახსოვდეს, ისტორიის ახლანდელი მე-12 კლასის სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ 14 წლის წინ დაიწერა და კრიტიკას ვერ უძლებს, ბოლო 12 წელში კი უახლესი ისტორიის აღქმა, კვლევა და მიგნებები 100-ჯერ გაიზარდა.
ამ კითხვებს მასწავლებლები ხშირად ვსვამდით ზაფხულიდან მოყოლებული. როგორც მასწავლებელს მეკითხებოდნენ სხვებიც, თუ რით უნდა ვასწავლოთ უახლესი ისტორია სკოლებში. 12 წლისწინანდელი, ნაკლული წიგნებით?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემად მივიჩნიე ის ინფორმაცია, როცა გავიგე, რომ საჯარო სკოლებში დაიგზავნა პედაგოგებთან შეხვედრებისთვის ელექტრონული ლინკები როგორც ისტორიის, ისე საქართველოს ისტორიის სწავლების თაობაზე. ვინაიდან მაინტერესებდა პასუხები ზემოხსენებულ კითხვებზე, ერთ-ერთ კოლეგას გამოვართვი ლინკი და მეც შევედი სტუმრის სტატუსით ორივე შეხვედრაზე.
ისტორიის მიმართულების ჯგუფმა მეთოდიკური ორიენტირებისა და აქტივობებისგან შემდგარი დამხმარე რესურსი იმ ფორმით ააგო რომ გასაგები გამხდარიყო, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა პედაგოგებს ძველი, გრიფირებული სახელმძღვანელო (სადაც გაერთიანებულია მსოფლიო და საქართველოს ისტორია) ახალი სტანდარტის შესაბამისი სასწავლო პროცესის წარსამართად. რაც შეეხება საქართველოს ისტორიას – აი აქ იწყება საინტერესო ამბები.
აღმოჩნდა რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იწერება საქართველოს ისტორის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რომლის რედაქტორიცაა გიორგი სოსიაშვილი. პარლამენტის წევრი და 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს.
ადამიანი, რომელიც 13 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულ, მოღალატეობრივ სიტყვებს ტაშს უკრავდა.
ავტორიტარიზმის მოსურნე რედაქტორმა რესურსის ავტორებიც გულდასმით აარჩია.
პირველი ავტორია თსუ-ის პროფესორი დიმიტრი შველიძე, რომელიც მე-12 კლასისთვის განკუთვნილი პერიოდის – საქართველოს უახლესი ისტორიის უბადლო სპეციალისტია. ვიცნობ ბატონ დიმიტრის და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მისთვის ჩვეული პედაგოგიური ეთიკით მიუდგა საქმეს, უარს არ ამბობს უმცროს ისტორიკოსებს დახმარების ხელი გაუწოდოს, მჯერა რომ ბატონმა დიმიტრიმ არც კი იცის რომ იმ მასალის ავტორი იქნება, რომელიც ერთადერთი და ექსკლუზიური გზამკვლევი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ჩაახშობს ყველა განსხვავებულ აზრს.
ხვდებით ალბათ რა ღირებულებებით მოძრაობს გიორგი სოსიაშვილი რომ შველიძის კომპეტენციას იყენებს ბოროტი მიზნებისთვის და არც კი თაკილობს რომ ავტორიტარული სქემის მონაწილეობაში ითრევს უფროს კოლეგას და უბადლო ისტორიკოსს.
მეორე ავტორია ნიკო სილაგაძე, რომელიც მედიევისტია, თუმცა როგორც სამინისტროს თანამშრომელი, სავარაუდოდ მეთოდიკურ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი (ამ ჯგუფს პედაგოგებთან მხოლოდ ის წარმოადგენდა).
ვფიქრობ ცალსახაა ორი რისკი:
1. არაერთხელ გაჟღერებულა შიშები რომ განათლების სამინისტროს უნდა ყველა საგანში ექსკლუზიურად ერთი სახელმძღვანელოსკენ წავიდეს, რაც სრულად ეწერება იმ პოლიტიკურ გემოვნებაში, რომელსაც ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობა ჰქვია. ერთი ბელადი, ერთი პარტია, განსხვავებულობის აკრძალვა პოლიტიკურ ველზე თუ სასწავლო პროცესში. ორად გაყოფილ ისტორიის საგანში ამის მოსინჯვა და დანერგვა ყველაზე მარტივია. ჯერ რესურსი დაერქმევა და მერე მარტივად ‘’გადაითარგმნება’’ სახელმძღვანელოში.
2. პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი საერთოდ არაა არც საქართველოს უახლესი ისტორიის სპეციალისტი (ყოველ შემთხვევაში ქართული ვიკიპედია მასზე ამბობს რომ მისი დისერტაციის სათაურია: ‘’ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)’’.
ის არც სწავლების მეთოდიკის მცოდნე არაა, რომ რედაქტორობა გაუწიოს სკოლისთვის სასწავლო რესურსს.
დიდი ალბათობით, ის ამ პროექტში არის იმიტომ, რომ ცენზორის როლი გასწიოს და გააკონტროლოს ყველა სიტყვა, რაც საქართველოს უახლეს, მეტად მტკივნეულ პერიოდს ეხება. მაგალითად, ამ პერიოდის ამსახველ სახელმძღვანელოებში საკითხად იყო ხოლმე გამოტანილი 2008 წლის ომი. დღევანდელი გადასახედიდან გასაგებია რა ტიპის ტექსტები და დავალებები შეიძლება ვიხილოთ ამ მიმართულებით სოსიაშვილის გარედაქტირებულ საქართველოს ისტორიის რესურსში.
გიორგი სოსიაშვილი იმ პარტიის მდუმარე და ყველაფრის ხელმომწერი დეპუტატია, რომელიც მტრისა და მეგობრის აღრევას ცდილობს ქართული საზოგადოების ცნობიერებაში და საქართველოს მომავალს ბოროტად ეთამაშება.
ახლა ისმის დამატებითი შეკითხვა – ეროვნული საგამოცდო ცენტრი (NAEC) რა რესურსზე დაყრდნობით აპირებს მოამზადოს საგამოცდო პროგრამა ისტორიაში? შევა თუ არა მასში შეკითხვები გიორგი სოსიაშვილის ცენზურაგავლილი მასალიდან?
მინდა შეგახსენოთ რომ წელს გამოცდებს აბარებს ის თაობა, რომელიც 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიბადა. გამოცდებს აბარებენ იმ სამხედროების შვილებიც, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში გმირულად დაეცნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved