• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ის სანქციები ვერ იქნება მსუბუქი… ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერის განცხადების გამო” – საელჩო

ალია ავტორი - ალია
18:34 09-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,321

აშშ-ის საელჩოდან “მთავარი არხის” წერილობით შეკითხვას, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ელჩ რობინ დანიგანსა და პრემიერს შორის გუშინ, 17 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში და რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ასე უპასუხა:

“შეხვედრა პრემიერმა მოითხოვა. ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას ისე, როგორც შეერთებული შტატები. არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ისეთი მხარდამჭერი, როგორც შეერთებული შტატები და არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

აშშ-ის სანქციები ვერ იქნება მსუბუქი, მაგრამ ეს არის სანქცირებული პირების ქმედებების პირდაპირი შედეგი. შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის არჩევანი აკისრებს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიასა და ქართველი ხალხის უფლებებს.

საქართველოს მთავრობას შეუძლია კვლავ დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმის გატარებითა და მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის დემონსტრირებით”.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ელჩის კომენტარიც:

“ძალიან მოკლედ ვიტყვი- საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა – არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო  იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო.”

“მადლობა აშშ–ის ელჩს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის”– პრემიერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved